ვარლამ შამათავა
იერსახე
ვარლამ შამათავა (დ. 15 ოქტომბერი, 1915, ფოცხო — გ. 1989) — ქართველი ექიმ-ვეტერინარი. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1964), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1969).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1938 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი. 1949-1954 წლებში. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე. 1954 წელს იყო ზოოვეტის ინსტიტუტის ეპიზოოტოლოგიის კათედრის დოცენტი, ხოლო 1964 წლიდან ამავე კათედრის გამგე. შეისწავლა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ინფექციური დაავადებები (ბრუცელოზი, თურქული, პასტერელოზი და სხვა.), დაამუშავა მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებანი. სსრკ-ში ერთ-ერთმა პირველმა გამოიკვლია სავეტერინარო საქმის ეკონომიკური საკითხები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაპანაძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 679.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კატეგორია:
- დაბადებული 15 ოქტომბერი
- დაბადებული 1915
- გარდაცვლილი 1989
- ქართველი ვეტერინარები
- სენაკის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწეები
- საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრები
- ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორები
- ქართველი პროფესორები
- საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის კურსდამთავრებულები