ვარლამ რუხაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვარლამ რუხაძე
Varlam Rukhadze.jpg
დაბადების თარიღი 5 ნოემბერი, 1874
დაბადების ადგილი ქუტირი
გარდაცვალების თარიღი 23 ოქტომბერი, 1935
გარდაცვალების ადგილი უცნობია
საქმიანობა მწერალი
ენა ქართული
ეროვნება საქართველოს დროშაქართველი
მოქალაქეობა ქართველი

ვარლამ რუხაძე (დ. 5 ნოემბერი, 1874, ქუტირი — დ. 23 ოქტომბერი, 1935) — ქართველი მწერალი და მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლექსებს ბეჭდავდა „კვალში“, „მოამბეში“, „თანამედროვე აზრში“ და სხვა. აქტიურად მონაწილეობდა სალიტერატურო ცხოვრებაში. 1898-1899 წლებში გამოაქვეყნა პირველი ლექსები, პირველი წიგნი „ლექსები და მოთხრობები“, რომლებიც 1902 წელს აკრძალა ცენზურამ. მისი კრებულებია: „ცისკარი“ (1904წელს), „თაიგული“ (1910წელს), „ზღაპრები და არაკები“ (1916წელს), „ცხოვრების ყვავილები“ (1919წელს), „რჩეული ლექსები“ (1931წელს). წერდა საბავშვო თხზულებებს, ნათარგმნი აქვს ა. პუშკინის პოემები.

დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას. 1919 წლის 12 იანვარს გაზეთ „ერთობამ“ გამოაქვეყნა მისი ლექსი მისალმება (ჯარს და გვარდიას). მონაწილეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სალიტერატურო წრის თაოსნობით გამართულ ლიტერატურულ დილაში. მუშათა ცენტრალურ კლუბში, საზოგადო მოღვაწის და ქართველი მწერლის იასე რაჭველის ხსოვნის აღსანიშნავ საღამოზე „საღამო სოსიას ღელე“ ლექსი წაიკითხა. მონაწილეობდა მეორე ქართულ კლუბში, სალიტერატურო-საკონცერტო საღამოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომიძე გ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 337, თბ., 2018 წელი.
  • მწერალთა ავტობიოგრაფიები (I), კრებული, გამომც. „ლიტერატურის მუზეუმი“, თბ., 2013
  • გაზ. „ერთობა“, 1919, №8;
  • გაზ. „სახალხო საქმე“, 1920, № 788

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]