ვარლამ გიორგაძე
ვარლამ ნიკოლოზის ძე გიორგაძე (დ. 17 აგვისტო, 1905, ქუთაისი — გ. 17 მაისი, 1995, თბილისი) — ქართველი ექიმი, ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1930 წელს.
1937-1938 წლებში იყო დმანისის რაიონის მთავარი ექიმი და ქირურგი; 1946-1952 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიული კათედრის დოცენტი; 1952-1953 წლებში ტრავმატოლოგიის ინსტიტუტის აღდგენითი ქირურგიის განყოფილების გამგე; 1953-1988 წლებში აჭარის მთავარი ქირურგი; 1966-1988 წლებში ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის ქუთაისის ფილიალის გამგე და ქალაქის მთავარი ქირურგი; 1988 წლიდან რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყიფილების კონსულტანტი.
მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 1952 წელს დააჯილდოვეს ლენინის ორდენით. [წყარო არ არის მითითებული 416 დღე]
1966 წელს მიანიჭეს საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პირველადი და მეტასტაზური ტუბერკულოზის კერების ევოლუცია ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილში (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964. - 202გვ.
- ნაწლავთა გაუვალობა (ავტორი). - თბილისი, 1961
- ზურგის ტვინის ანესთეზია (ავტორი). - თბილისი, 1937
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 13-14.