ვარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარისი, ვარასი (არაბ. ვარის — მემკვიდრე), ფეოდალურ საქართველოში უფლებამონაცვლე ზოგადად, კერძოდ კი უფრო შორეული, როდესაც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე არ არსებობდა. ტერმინი „ვარისი“ ხშირად იხმარება XVII—XVIII საუკუნეების საბუთებში. გვხვდება XIX საუკუნეშიც. ვარისი იხსენიება ვახტანგ VI-ის წყალობის სიგელში თბილისის მცხოვრებთადმი (1722), რომლის ძალითაც მემკვიდრეთა წრე გაფართოვდა და მას განაყარი ნათესავები და მოყვრებიც კი მიეკუთვნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფურცვლაძე დ., ვახტანგ VI სამემკვიდრეო კანონი, «საბჭოთა სამართალი», 1969, № 3;
  • ფუტკარაძე ი., ფაქტობრივი მფლობელობის დაცვა ფეოდალურ საქართველოში, კრ.: ქართული სამართლის ისტორიის საკითხები, ტ. 3, თბ., 1979, გვ. 124;
  • ფურცელაძე დ., ქსე, ტ. 4, გვ. 303, თბ., 1979