ვარდისფერი თოლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვარდისფერი თოლია
Ross's Gull (Rhodostethia rosea).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Rhodostethia rosea (MacGillivray, 1824)[1][2]
სინონიმები
  • Larus roseum
  • Hydrocoloeus roseus
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22694476
გავრცელების არეალი
Rhodostethia rosea map.svg
  გამრავლების პერიოდი
  დანარჩენი

ვარდისფერი თოლია[1] (ლათ. Rhodostethia rosea) — ფრინველი თოლიასებრთა ოჯახისა.

პატარა მოხდენილი ჩიტია (სიგრძე 29–34 სმ, მასა დაახლ. 250 , ფრთის შლილი 82–92 სმ) სოლისებრი ბოლოთი და მოკლე წვრილი ნისკარტით. ფრენს მსუბუქად. შეჯვარების პერიოდში გამოირჩევა სხეულის ქვედა მხარის ვარდისფერი შეფერილობა და ვიწრო შავი „ყელსაბამი“ კისერზე. მოზარდებს სხეულის ზედა ნაწილსა და ფრთებზე მურა ფხაჭები აყრია. ნისკარტი შავია, ფეხები წითელი.

ბუდობენ მცირე ზომის, შეთხელებულ ჯგუფებად ტუნდრის ჭაობებისა და ტბების გაბარდულ ისლებში. ბუდობის ძირითადი კერა — იაკუტიის ტუნდრა იანო-ინდიგირისა და კოლიმის დაბლობების ფარგლებში (არანაკლებ 50 ათ. წყვილი). ამ ტერიტორიებზე პირველად აღმოაჩინა ს. ა. ბუტურლინმა XX საუკუნის დასაწყისში, მანამდე ეს სახეობა უკიდურესად იშვიათ ფრინველად ითვლებოდა. მოგვიანებით დროებითი მცირე ზომის კერები არქტიკის სხვა ნაწილებშიც აღმოაჩინეს.

იკვებება მწერებით, მცირე ზომის მოლუსკებით, მომთაბარეობის პერიოდში თევზითა და კიბოსნაირებით. ბუდობის სეზონის გარეთ იკვებება ავშნებში და მრავალწლოვანი ყინულების ნაწიბურებთან, თავს არიდებს როგორც ღია წყალს, ასევე ფესვებიან ნაპირებს.

ინკუბაცია 19–20 დღე-ღამე, ხოლო ბარტყების გამოკვება 16–17 დღე გრძელდება. ზაფხულ-შემოდგომის მომთაბარეობის დროს შემოუვლიან ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის აუზს, ზამთრის მოახლოებიდან მომთაბარეობენ არქტიკული სანაპიროს გასწვრივ ოხოტის ზღვის სამხრეთ ნაწილამდე. ცნობილია შორეული გადაფრენები მატერიკების ზომიერ სარტყლებამდე. ჩრდილოეთის ხალხები და არქტიკაში მოგზაურები თვლიან, რომ ვარდისფერ თოლიასთან შეხვედრას წარმატება და ბედნიერება მოაქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 91, 116, 224, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. F. Gill & D. Donsker (Eds).. (2018)Coursers, noddies, gulls, terns, auks, sandgrouse. IOC World Bird List (v 8.1)..