ვარდისუბნის სამების ეკლესია (თუშიანთ უბანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარდისუბნის სამების ეკლესია (თუშიანთ უბანი) — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ვარდისუბნის თუშიანთ უბანში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის, რიყის ქვითა და აგურით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1 მეტრამდეა. შესასვლელი მასავლეთითაა. კარი გარედან ჩასმული ყოფილა კედლის საფეხურით შეღრმავებულ არეში. აღმოსავლეთით ღრმა, კუთხეებმომრგვალებული საკურთხეველია, რომლის ჩრდილოეთ კედელში მცირე, ოთკუთხა ნიშაა მოწყობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]