ვარდისუბნის ნაეკლესიარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვარდისუბნის ნაეკლესიარები — არქიტექტურული ძეგლები სოფელ ვარდისუბანში, სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით.

პირველი ნაეკლესიარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ კედლის ნაგლეჯი. დანარჩენი კედლები მიწის პირამდეა დანგრეული. ეკლესია ნაგები იყო რიყის ქვითა და კირის ხსნარით.

მეორე ნაეკლესიარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფლის სამხრეთით, ვენახებში. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის ფრაგმენტი, რომელიც რიყის ქვითა და კირის ხსნარითაა ნაგები.

მესამე ნაეკლესიარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფლის სამხრეთით, 5-6 კილომეტრზე, ტყეში. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი. გეგმა არ იკითხება. ეკლესია ნაგები ყოფილა რიყის ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]