ვარდისუბნის მარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვარდისუბნის მარანი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ ვარდისუბნიდან ჩრდილოეთით, 2-3 კილომეტრზე, ალაზნის ველზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ძლიერ დაზიანებულია. კედლების შემორჩენილი ნაწილები დაფარულია ბუჩქნარით. შენობა გეგმით სწორკუთხაა. ნაგებია რიყის ქვით და ქართული აგურით კირის ხსნარზე. აღმოსავლეთ კედელში ფართო შესასვლელია. კედლებს ატყვია ვიწრო სარკმლების ნაკვალევი. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან დიდი ზომის ბუხარია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]