ვაჟთა რეალური კერძო სასწავლებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაჟთა რეალური კერძო სასწავლებელი
Частное мужское реальное училище
კოორდინატები 47°13′51″N 39°45′17″E / 47.2309° ჩ. გ. 39.7547° ა. გ. / 47.2309; 39.7547
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დაწყების თარიღი 1913

ვაჟთა რეალური კერძო სასწავლებელი (რუს. Частное мужское реальное училище) — რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

მისამართი:რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, დონის როსტოვი, პირველი მაისის ქუჩა № 34[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარქის არუთინის ძე იაგუბიანცი, ვის სახელსაც ატარებდა კერძო სასწავლებელი, იყო გეოგრაფიისა და ხაზვის მასწავლებელი. 1908 წელს მისი ფინანსებით გაიხსნა პირველი ვაჟთა საშუალო სასწავლო დაწესებულება ქალაქში. გახსნა გაიმართა 1908 წლის 14 სექტემბერს. ცერემონიას ესწრებოდნენ პედაგოგები, მოქალაქეები და პოლკოვნიკი ზვორკინი, დონის როსტოვის ქალაქისთავი. სასწავლებლის შენობა განთავსებული იყო ქალაქის ერთ-ერთი ეკლესიის გვერდით. იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა საიჯარო გადასახადი, სკოლის მშობლებმა მოსთხოვეს ქალაქის ხელისუფლებას თხოვნით, გამოეყოთ სუბსიდია, რათა ის დახარჯულიყო სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე. ამ შუამდგომლობის პასუხად გამოიყო ყოველწკლიურად 5 000 რუბლი. მაგრამ სუბსიდია არ იქნებოდა მუდმივი, რადგან ქალაქის მმართველთა გეგმებში შედიოდა ვაჟთა გიმნაზიის გახსნა, რის შემდეგაც იაგუბიანცის სასწავლებელი დაფინანსებას ვეღარ მიიღებდა[2].

სარქის იაგუბიანცის კერძო სასწავლებელი თავდაპირველად სამკლასიანი იყო. 1912 წელს დაამატეს მეოთხე კლასი, რადგან სასწავლო დაწესებულებამ მიიღო რეალური სასწავლებლის სტატუსი. აქცენტი გააკეთეს უცხო ენების, ფიზიკის, ხაზვისა და ბუნებისმცოდნეობის სწავლებაზე. იაგუბიანცის სასწავლებლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს უფლება ჰქონდათ შესულიყვნენ უმაღლეს სამრეწველი, სავაჭრო და ტექნიკურ სასწავლო დაწესებულებებში. გიმნაზია გაიხსნა 1912 წელს და დაფინანსებაც შეწყდა. მოსწავლეებს პირველი კლასიდან მესამეს ჩათვლით უნდა გადაეხადათ 120 რუბლი, ხოლო მეოთხე კლასის მოსწავლეებს 150 რუბლი სწავლის ქირა. 1913 წელს მშობელთა კომიტეტმა გადაწყვიტა შეემცირებინათ სწავლის გადასახადი, რისთვისაც საჭირო იყო საკუთარი შენობა. იაგუბანცის ფინასები საკმარისი არ აღმოჩნდა საკუთარი შენობის ასაგებად. მოსწავლეთა მშობლებმა შეაგროვეს 1 500 რუბლი, თუმცა სახლის ასაშენებლად საჭირო იყო 10 000 რუბლი. ამიტომ მშენებლობის კომისიამ აიღო კრედიტი[2].

1913 წლის დასაწყისში ერთ-ერთმა მასწავლებელმა გამოაცხადა მოსწავლის დაკარგვა, ასეთი ფაქტები არ იყო იშვიათი სასწავლებელში. მან მოიწვია პედაგოგიური საბჭო, რომელმაც გამოავლინა დამნაშავე, მაგრამ არ გარიცხა იგი. კერძო სასწავლებლის მასწავლებლემა ამაში იაგუბიანცი დაადანაშაულეს და ამის შესახებ გაზეთში დაწერეს. მოსწავლეთა მშობლებმა უარყვეს აღნიშნული ფაქტი და დირექტორის მხარე დაიჭირეს. სასწავლებელმა გააგრძელა მუშაობა და მისი ახალი შენობა გაიხსნა 1913 წლის 10 ნოემბერს, რაც ბოლო სკანდალის გამო გაზეთებში არ გაშუქებულა. სკოლაში არ იყო საკმარისი პედაგოგები, ზოგიერთმა მოწვეულმა პედაგოგმა უარი თქვა მსგავს სამუშაოზე. გარკვეული დროის შემდეგ შენობაში მუშაობდა პოკროვსკის სახელობის № 8 საშუალო სკოლა, შემდეგ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა № 2. 1980-იან წლებში სახლში განთავსებული იყო პროლეტარის რაიონის პიონერთა სახლი. XXI საუკუნეში შენობაში მუშაობს სკოლისგარეშე მუშაობის ცენტრი[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]