ვაჟევსკის აგარაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაჟევსკის აგარაკი
Дача Е. Ф. Важевской
კოორდინატები 60°06′27″N 29°57′08″E / 60.107439° ჩ. გ. 29.9522° ა. გ. / 60.107439; 29.9522
მდებარეობა სესტრორეცკი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სტილი მოდერნი
თარიღდება 1907
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801395000

ვაჟევსკის აგარაკი (რუს. Дача Е. Ф. Важевской) — XX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი, ისტორიული შენობა. აგებულია რუსული არქიტექტურული ტრადიციებით მოდერნის ელემენტებით. მდებარეობს ქალაქ სესტრორეცკში სანქტ-პეტერბურგი, ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს მისამართზე ანდრეევის ქუჩა, სახლი № 12. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური ობიექტი. აგებულია 1907 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ე. წ. „სახლი-ზღაპარი“ ააგეს სავარაუდოდ, არქიტექტორ ს. გ. გინგერის პროექტის მიხედვით 1907 წელს ხისაგან, ტრადიციული რუსული სახალხო არქიტექტურის სტილით, მაგრამ მოდერნის არქიტექტურული სტილის ელემენტებით, შემონახული აქვს კონსტრუქტიული და დეკორატიული საწყისების ერთობლიობა. ფასადზე შემონახულია მოხატულობა, რომელიც მხარეთმცოდნეების აზრით, შესაძლებელია შექმნილი იყოს ვ. მ. ვასნეცოვის ნახატების მიხედვით.

საბჭოთა პერიოდში, მრავალი წლის განმავლობაში ამ სახლში განთავსებული იყო საბავშვი ბაღი. მთელი რიგი რემონტების შემდეგ ზღაპრული დეკორი განადგურდა. 2008 წელს შენობა ნახევრად დაინგრა ხანძრის შედეგად.

2014 წლისათვის ვაჟევსკის აგარაკი იმყოფება სახელმწიფო საგანმანათლებლო საბიუჯეტო დანაყოფის „ოლიმპიური რეზერვის“ მფლობელობაში. სახლის მფლობელი არ ცდილობდა არქიტექტურის ძეგლის შენარჩუნებას. 2018 წლის ზამთარში ვაჟევსკის აგარაკის სახურავის ავარიული სიტუაციის გამო დაიწყო გ. ს. პოლტავჩენკომ დაიწყო სარემონტო სამუშაოები.

შენობა შედის რუსეთის ფედერაციის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთიან სახელმწიფო რეესტრში, როგორც რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • http://www.bpn.ru/publications/1754/ Смольный набивает цену памятникам]
  • http://www.zaki.ru/pagesnew.php?id=11672 УКАЗ Президента РФ от 20.02.1995 N 176 "ОБ УТВЕРЖДЕНИИ ПЕРЕЧНЯ ОБЪЕКТОВ ИСТОРИЧЕСКОГО И КУЛЬТУРНОГО НАСЛЕДИЯ ФЕДЕРАЛЬНОГО (ОБЩЕРОССИЙСКОГО) ЗНАЧЕНИЯ"]