ვაჟა მაკალათია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაჟა მაკალათია (დ. 21 აგვისტო, 1958, ბათუმი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი.

1982-1984 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციის ქალაქი ულიანოვსკის სპეციალიზებულ სამშენებლო ტრესტ „სპეცმშენი“-ს №1290 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მშენებელ ოსტატად. 1984-1991 წლებში საქართველოს საწარმოო და სამეცნიერო-კვლევით გაერთიანება „საქართველოს შავი ზღვის ნაპირდაცვის“ ქალაქი ბათუმის სპეციალიზებულ მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად). 1991-1993 წლებში იყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი. 1993-1997 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციის, ულიანოვსკის ოლქის, სურსკის რაიონის სამშენებლო კოოპერატივ „ინვესტიცია“-ს უდროს სამუშაოთა მწარმოებლად (უბნის უფროსად). 1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს საბინაო-კომუნალური დეპარტამენტის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად. 1999-2000 წლებში საწარმოო-ტექნიკური სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2000-2003 წლებში იყო კეთილმოწყობისა და სანიტარული სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2003-2005 წლებში მუშაობდა ქალაქი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, არქიტექტურულ-სამშენებლო და ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მთავარ სპეციალისტად. 2005-2006 წლებში იყო ქალაქი თბილისის მერიის ადმინისტრაციული ინსპექციის ნებართვების განყოფილების ჯგუფის უფროსი. 2006-2012 წლებში მუშაობდა შპს „გლობალ-ბლოკი“-ს დირექტორის მოადგილედ. 2012-2014 წლებში იყო შპს „ტრიჯიტი“-ს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი. 2014 წლიდან ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ დირექტორის მოადგილეა. მისი მონაწილეობითა და ზედამხედველობით აშენებულ იქნა არაერთი სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტი, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები მონოლითური საწარმოო-ტექნოლოგიური მეთოდით, ქალაქ ბათუმში, ხელოვნური საინჟინრო ნაგებობები, კომუნალური მეურნეობის ობიექტები და სხვა. მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

ლიტერტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 178-179

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]