ვან დე გრააფის გენერატორი
ვან დე გრააფის გენერატორი, ვან დე გრააფის ამჩქარებელი — ელექტროსტატიკური გენერატორი მუდმივი მაღალი ძაბვის (პრაქტიკულად ~10 მლნ. ვ) მისაღებად. შეიმუშავა ამერიკელმა ფიზიკოსმა რობერტ ვან დე გრააფმა 1929 წელს. გენერატორს იყენებენ დამუხტული ნაწილაკების ამჩქარებლად.
კონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გენერატოს ზემოდან ჩამოცმული აქვს ფუღურო ლითონის გუმბათი, რომლის ქვემოთაც განთავსებულია დიელექტრიკული ლენტური ღვედი, რომელიც თავის მხრივ მოძრაობაში მოიყვენება ელექტროძრავაზე მიერთებული დიალიექტრიკული ცილინდრით (ლენტური კონვეიერის ქვედა ბოლო). ბრუნვისას დიელექტიკული ცილინდრი — ღვედთან ურთიერთშეხებისას, ამ უკანასკნელს მუხტავს ელექტრული მუხტით, რომელიც ღვედიდან ლითონის გუმბათზე გადაეცემა ღვედის კონვეიერის მეორე ბოლოს არსებული სავარცხლის მსგავსი ლითონის მუხტის ამკრეფით. ბრუნვის შედეგად ლითონის გუმბათზე აკუმულირდება უარყოფითად დამუხტული ელექტრული მუხტი, რომლიდანაც რკალური განმუხტვა შეგვეძლება დამიწების გზით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 288.