ვან ალენის რადიაციული სარტყელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს CGI ვიდეო ასახავს ვან ალენის სარტყლების მონაკვეთის ცვლილებებს ფორმასა და ინტენსივობაში
ვან ალენის რადიაციული სარტყლების მონაკვეთი

ვან ალენის რადიაციული სარტყელი (ინგლ. Van Allen radiation belt) — პლანეტების მაგნიტოსფეროს ზონა, რომელშიც გროვდება და ნარჩუნდება მასში შეღწეული მაღალი ენერგიის დამუხტული ნაწილაკები (უმთავრესად პროტონები და ელექტრონები).

დედამიწას ორი ასეთი სტაბილური სარტყელი გააჩნია, თუმცა ზოგჯერ ფიქსირდება დროებითი დამატებითი სარტყელიც. სარტყლები, მათი აღმომჩენის ჯეიმზ ვან ალენის სახელს ატარებს[1]. დედამიწის ორი ძირითადი სარტყელი ვრცელდება ზედაპირიდან დაახლოებით 640-დან 58000 კმ-მდე, სადაც რადიაციის დონე განსხვავდება[2]. ნაწილაკების უმეტესობის წყარო, რომელთაგანაც შედგება სარტყლები, ძირითადად წარმოადგენს მზის ქარიდან და კოსმოსური სხივების სხვა ნაწილაკებიდან შემდგარ ერთობლიობას[3]. დედამიწის მაგნიტური ველი მზის ქარის დაჭერით, გადახრის ამ ენერგეტიკიულ ნაწილაკებს და იცავს ატმოსფეროს განადგურებისგან.

სარტყლები დედამიწის მაგნიტური ველის შიდა რეგიონშია. სარტყლები იჭერენ ენერგეტიკულ ელექტრონებს და პროტონებს. სხვა ბირთვები, როგორიცაა ალფა ნაწილაკები, ნაკლებად გავრცელებულია. სარტყლები საფრთხეს უქმნიან თანამგზავრებს, რომლებთაც მათი მგრძნობიარე კომპონენტები უნდა ჰქონდეთ ადეკვატურად დაცული, თუ ისინი მნიშვნელოვან დროს გაატარებენ ამ ზონასთან ახლოს. 2013 წელს ვან ალენის ზონდებმა აღმოაჩინეს გარდამავალი, მესამე რადიაციული სარტყელი, რომელიც გაგრძელდა ოთხი კვირის განმავლობაში[4]. აპოლოს ასტრონავტებმა, რომლებიც ვან ალენის სარტყელში გადიან, მიიღეს რადიაციის ძალიან დაბალი და არა მავნე დოზა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 'Doughnuts' of radiation ring earth in space“. Victoria Advocate. (Texas). Associated Press. December 28, 1958. p. 1A.
  2. Zell, Holly (February 12, 2015). „Van Allen Probes Spot an Impenetrable Barrier in Space“. NASA/Goddard Space Flight Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-06. ციტირების თარიღი: 2017-06-04.
  3. Van Allen Radiation Belts. HowStuffWorks. Discovery Communications, Inc. (2009-04-23). ციტირების თარიღი: 2011-06-05
  4. Van Allen Probes Discover a New Radiation Belt. Science@NASA. NASA (February 28, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-07. ციტირების თარიღი: 2013-04-05