ვანუა-ლავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვანუა-ლავა
მშობ. სახელი: ინგლ. Vanua Lava
Womtelo Map-Banks-Vanuatu 1000.png
ბანქსის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 13°48′ ს. გ. 167°28′ ა. გ. / 13.800° ს. გ. 167.467° ა. გ. / -13.800; 167.467
ფართობი 334,3 კმ²
სიგრძე 25 კმ
სიგანე 20 კმ
უმაღლესი წერტილი 946 მ
ვანუატუს დროშა ვანუატუ
პროვინცია ტორბა
დემოგრაფია
მოსახლეობა 2623 (2009)
სიმჭიდროვე 7,846 ად. /კმ²

ვანუა-ლავა (ინგლ. Vanua Lava) — კუნძული ბანქსის კუნძულებში (არქიპელაგი ახალი ჰებრიდები), წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ვანუატუს რესპუბლიკას და შედის ტორბას პროვინციაში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული ვანუა-ლავა — ყველაზე დიდი კუნძულია ბანქსის კუნძულებში არქიპელაგ ახალი ჰებრიდების ჩრდილოეთ ნაწილში[1]. გარს ეკვრის წყნარი ოკეანისა და მარჯნის ზღვის წყლები. შორიახლოს მდებარეობენ კუნძულები: გაუა, მოტა, მოტა-ლავა, როვას კუნძულები და ურეპარაპარა. ვანუა-ლავას აღმოსავლეთით მდებარეობს მცირე კუნძულები კვაკეა და რავენგა. უახლოესი მატერიკი, ავსტრალია, მდებარეობს დაახლოებით 1300 კმ-ში[2].

ვანუა-ლავას კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა[2]. ყველაზე აქტიური ვულკანია — სურეტამატაი[1]. კუნძულის უმაღლესი წერტილი აღწევს 946 მეტრს[2]. ვანუა-ლავას ფართობი შეადგენს 334,3 კმ²-ს, სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ — დაახლოებით 25 კმ-ია, ხოლო სიგანე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე — 20 კმ. კუნძულის აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებში განლაგებულია ბუნებრივი უბეები.

კლიმატი ვანუა-ლავაზე ნოტიო ტროპიკულია. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 4210 მმ-ს[2]. კუნძული განიცდის ხშირ მიწისძვრებს და ციკლონებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვანუატუს კუნძულებზე დასახლებები გაჩნდა დაახლოებით 2000 წლის წინ წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის ნაწილიდან და კუნძულ ახალი გვინეიდან არქიპელაგ სოლომონის კუნძულების გავლით მოსახლეობის მიგრაციის დროს[3]. კუნძულების კოლონიზაცია ხდებოდა ხანგრძლივი საზღვაო ცურვისას დიდი კანოეებით, რომლებშიც ეტეოდა 200 ადამიანამდე. მოგზაურებს ასევე თან მიჰყავდათ ზოგიერთი საჭირო ცხოველები, სასოფლო სამეურნეო მცენარეების თესლები, რომლებიც შემდგომში გაამრავლეს ახალ მიწებზე.

პირველად ვანუა-ლავა 1859 წელს გამოიკვლია ახალზელანდიელმა ეპისკოპოსმა ჯორჯ ოგასტუს სელიუინმა. შემდგომში სურემატამატიზე ხდებოდა გოგირდის მოპოვება.

1906 წლის მარტში ვანუა-ლავა, როგორც ახალი ჰებრიდების სხვა კუნძულები, გახდა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამფლობელო, ანუ არქიპელაგმა მიიღო ბრიტანულ-ფრანგული კონდომინიუმის სტატუსი[4].

1980 წლის 30 ივნისს ახალმა ჰებრიდებმა მიიღო დამოუკტდებლობა დიდი ბრიტანეთისგან და საფრანგეთისგან, და კუნძული ვანუა-ლავა გახდა ვანუატუს რესპუბლიკის ტერიტორია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს კუნძულ ვანუა-ლავას მოსახლეობის რაოდენობამ მიაღწია 2623 ადამიანს[5]. კუნძულელთა ძირძველი ენებია მელანეზიური ენები მოსინა (400 მოლაპარაკე 1981 წელს) და ვატრატა (600 მოლაპარაკე 1983 წელს)[6].

ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია — სოფელი სოლა, რომელიც ტორბას პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა, პლანტაციური მეურნეობა (ქოქოსის პალმების მოყვანა, კოპრის წარმოება). კუნძულზე მოქმედებს აეროდრომი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 John Seach. ვანუა-ლავას კუნძული. (ინგლისური)
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ვანუატუს კუნძულები. (ინგლისური)
  3. Jeremy MacClancy. To kill a bird with two stones: a short history of Vanuatu. Port Vila, Vanuatu Cultural Centre, 1980. — გვ. 18.
  4. Tufala Gavman. Reminisces from the Anglo-French Condominium of the New Hebrides / Brian J. Bresnihan, Keith Woodward, editors. — Suva, Fiji: Institute of Pacific Studies, University of the South Pacific, 2002. — გვ. 23.
  5. 2009 National Population and Housing Census (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2014-11-06.
  6. Ethnologue. ვანუატუს ენები. (ინგლისური)