ვანუაზის მასივი
იერსახე
ვანუაზის მასივი | |
---|---|
ვანუაზის მასივი | |
კოორდინატები: 45°24′19″ ჩ. გ. 6°49′39″ ა. გ. / 45.40528° ჩ. გ. 6.82750° ა. გ. | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
უმაღლესი წერტილი | გრანდ-კასი |
სიმაღლე | 3855 მ |
ვანუაზის მასივი (ფრანგ. Massif de la Vanoise) — მთის მასივი სავოიის ალპებში, საფრანგეთში. ვრცელდება მდინარეების არკისა (სამხრეთით) და იზერის (ჩრდილოეთით) ხეობებს შორის. სიმაღლე 3855 მ (მთა გრანდ-კასი). აგებულია კრისტალური პალეოზოური ქანებით, მეზოზოური ფიქლებით, კირქვებით. დამახასიათებელია რელიეფის ალპური ფორმები. ვანუაზის მასივზე 100-ზე მეტი მყინვარია, რომელთა უმეტესობა მცირე ფართობისაა. შემოსილია წიწვოვანი ტყეებით, მდელოებით.
1963 წელს ვანუაზის მასივზე შეიქმნა ვანუაზის ეროვნული პარკი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვანუაზის მასივი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)