ვანო კაკაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვანო (ივანე) კაკაბაძე (დ. უცნობია — გ. 27 თებერვალი, 1919) — ქართველი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1890-იანი წლებიდან გამოვიდა სცენაზე. მას შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე თელავის სცენაზე თამაშობდა. ასრულებდა მთავარ როლებს. ეხმარებოდა თბილისიდან თელავში ჩასულ ქართული დრამატული დასის მსახიობებს. ძირითადად, საქველმოქმედო მიზნით მსახურებდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდულ გამოცემებში იბეჭდებოდა მისი ფოტოები. 1918 წლის 8 ივლისს საიუბილეო წარმოდგენა გაუმართეს. თელავის სცენაზე დაიდგა „და-ძმა“ - მსახიობების ქ-ნ ბეჟანიშვილის, დ. აწყურელის, პ. კორიშვილის, ბ. ახოსპირელის და რუისპირელის მონაწილეობით. გაიოზის როლს ვანო კაკაბაძე ასრულებდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭანტურიძე ს., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 212.
  • ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, 1918, №11, 1919, №3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]