ვანო ზოდელავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვანო ზოდელავა
ვანო ზოდელავა
თბილისის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 აგვისტო, 1998 – 19 აპრილი, 2004
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედიბადრი შოშიტაიშვილი
მემკვიდრეზურაბ ჭიაბერაშვილი

დაბადებული2 მაისი, 1957
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვლილი5 თებერვალი, 2019 (61 წლის)
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიასაქართველოს მოქალაქეთა კავშირი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რელიგიამართლმადიდებლობა

ივანე (ვანო) ზოდელავა (დ. 2 მაისი, 1957, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 5 თებერვალი, 2019, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, სპეციალობით ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977-1978 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი; 1978 წელს მშენებლობის სამინისტროს N13 ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს უფროსი ოსტატი; 1978-1981 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1981 წელს უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981-1985 წლებში კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1985-1988 წლებში ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის რაიონის კომკავშირის პირველი მდივანი; 1988-1990 წლებში პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი; 1990-1991 წლებში ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის რაიონის რაიკომის მდივანი; 1991-1996 წლებში ერთობლივი საწარმო „თბილისი ლინკისა“ და „საქართველო-ამერიკის პარტნიორის“ პრეზიდენტი; 1996-1997 წლებში თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 1997 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერის I მოადგილე; 1997-1998 წლებში ქალაქ ფოთის მერი; 1997 წლიდან ფაზისის აკადემიის წევრი, 1998-2004 წლებში თბილისის მერი. ავტორია ოცამდე სამეცნიერო ნაშრომისა.

ვანო ზოდელავა 2019 წლის 5 თებერვალს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება 2017 წლის ივლისში მიიღო, როდესაც აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტოავარიაში მოყვა, რის შემდეგაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო და გარდაცვალებამდე თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.[1]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1997 — ფოთის საპატიო მოქალაქე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბილისი, 1998-1999. გვერდი 135.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]