ვანო გოგიტიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგიტიძე.

ივანე (ვანო) გოგიტიძე (დ. 25 იანვარი, 1952 — გ. 2 იანვარი, 2020) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1990).[1]

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1973 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.[2] ამ თეატრში შესრულებული აქვს როლები: კოტე („ხანუმა“), ტატიშჩევი („ივანე მრისხანეს სიკვდილი“), პარისი („რომეო და ჯულიეტა“), ჯიმი („დაკრძალვა კალიფორნიაში“), ამერიკელი ჯარისკაცი („ას ერგასის დღე“), რაშიდა („მეშვიდე ცა“), რეგვენი, იოსები („კავკასიური ცარცის წრე“), კოსტა („თავისუფალი თემა“), კორნუოლი („მეფე ლირი“), დევინსონი („მარიამ სტიუარტი“), მეთორმეტი მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“) და სხვა.[3] გადაღებულია რამდენიმე ფილმშიც.[2]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1990. N7. გვ. 16
  2. 2.0 2.1 ვანო გოგიტიძე. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-30. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2020.
  3. რუსთაველის თეატრის მსახიობი ვანო გოგიტიძე გარდაიცვალა. imedinews.ge (2 იანვარი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-17. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2020.