ვანის ქვა-საყუდარი
| ვანის ქვა-საყუდარი | |
|---|---|
| ძირითადი ინფორმაცია | |
| გეოგრაფიული კოორდინატები | 42°29′10″ ჩ. გ. 42°44′55″ ა. გ. / 42.486278° ჩ. გ. 42.748722° ა. გ. |
| რელიგიური წევრობა |
|
| ქვეყანა |
|
| პროვინცია | იმერეთის მხარე |
| რაიონი | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
ვანის ქვა-საყუდარი — შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ვანის ნასოფლარის ტერიტორიაზე ახლანდ. სოფელ ვანისჭალის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) მახლობლად, ხვამლის მთის მასივის აღმოსავლეთ კალთაზე, მდ. რიონის მარჯვენა მხარეს. ჩვენამდე მოღწეულია ნანგრევების სახით. 2019 წელს განესაზღვრა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
ძეგლი წარმოადგენს მთის მასივიდან მოწყვეტილ კირქვის მასიურ ლოდს (ზედაპირის ფართობი დაახლ. 250 მ², სიმაღლე — დაახლ. 7 მ), რომელსაც ზედაპირზე შემოუყვება კირქვისვე ნატეხი ქვით დუღაბზე ნაგები გალავანი, ხოლო შუაში დგას ეკლესია. თავდაპირველი ეკლესია (8.2 × 7.85 მ) შესაძლოა X საუკუნის ახლო ხანებში აგებული სალოცავი-საყუდარი იყო განმარტოებული ბერებისთვის. გეგმით, ჩანს, ორეკლესიანი ნაგებობაა. ჩრდილოეთის ნაგებობას ჰქონდა 2 სართული: ზედა — ეგვტერი და ქვედა — კრიპტა. ტაძრის აღმოსავლეთი ფასადის გაწმენდისას (2020 წ.) ნაშალში აღმოჩნდა მოხატულობის ფრაგმენტები.
განვითარებულ შუა საუკუნეებში ეკლესია განუახლებიათ, გვიანდელ შუა საუკუნეებში კი ეკლესია დანგრეულა და თავისი დანიშნულებით აღარც აღდგენილა. მომდევნო პერიოდში მისი ტერიტორია სამაროვნად გამოიყენებოდა (ძირითადად ორმოსამარხებია), შემდეგ კი კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცირე სამლოცველოც აუგიათ (5 × 3.9 მ). XIX საუკუნეში ეს უკანასკნელიც უკვე ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიღმელაშვილი ქ., ვანისჭალის ქვა-საყუდარი (არქეოლოგიური მასალის მიხედვით), «საქართველოს სიძველენი», №25, 2022. — გვ. 61-75.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26505