ვანის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვანის ბრძოლა
პირველი მსოფლიო ომის ნაწილი
Van1.jpg
სომეხი ჯარისკაცები ვანის კედლების მისადგომებთან
თარიღი 19 აპრილი16 მაისი, 1915
მდებარეობა ვანი და მისი შემოგარენი
შედეგი სომეხთა გამარჯვება
მხარეები
სომხები,
ვანის მცხოვრებნი
ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
არმენაკ ეკარიანი,
არამ მანუკიანი
ჯევდეთ-ბეი
ძალები
1300 უცნობია
ვიკისაწყობი Commons-logo.svg ვანის ბრძოლა

ვანის ბრძოლა, ვანის თავდაცვა (1915 წელი აპრილი — ივნისი) — ქალაქ ვანის და ვანის ვილაიეთის სომეხი მოსახლეობის თავდაცვითი ბრძოლა ოსმალთა იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს.

პრეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წლის მოსახელობის განლაგების სტატისტიკა

ვანი ისტორიული ვასპურაკანის სამეფოს დედაქალაქი იყო. ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში აიღეს იგი სელჯუკებმა. ოსმალთა იმპერიის არსებობის პერიოდში ვანი წარმოადგენდა სომხური კულტურის მნიშვნელოვან ცენტრს. ზოგჯერ მას სომხურ პიემონტს უწოდებდნენ. 1885 წელს ვანში დაარსდა პარტია არმენაკანი. აქ გამოიცა პირველი პერიოდული სომხური გამოცემა, გაზეთი ”ვასპურაკანის არწივი”.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ვანში ცხოვრობდა 41 ათასი ადამიანი. იმპერიის ხელისუფლებამ ვანის ვილაიეთის მმართველად დანიშნა ჯევდეთ ბეი, რომელიც სომეხთა გადმოცემით, მათდამი სასტიკი სიძულვილით იყო გამსჭვალული. სომეხი ხალხი მას აბრალებს, სომეხთა ოგანიზებულ გენოციდს ოსმალეთის იმპერიაში.

ჟლეტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვანის რეგიონი 1916 წელს
ქალაქ ვანის გეგმა

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე (1914-1918 წწ.) დაიწყო სომხური მოსახლეობის ხოცვა. კავკასიის ფრონტზე დამარცხებულ და უკან დახეულ ოსმალთა ჯარს შეუერთდა შეიარაღებულ ქურთთა რაზმები. ეს ძალები, სომეხთა ”ღალატის” საბაბით (რადგან სომხები დიდ სიმპატიას ამჟღავნებდნენ რუსული არმიის მიმართ) მთელი სისასტიკით გაუსწორდნენ ადგილობრივ მცხოვრებთ - გაძარცვეს ისინი, დაარბიეს მათი სახლები და ოჯახები. ზოგიერთ რაიონში, მათ შორის ვანში, სომხები თავდაცვაზე გადავიდნენ. ამბოხებულთა წინააღმდეგობა დიდი იყო. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ვანის თავდაცვას, რადგან ის თითქმის მთელ თვეს გაგრძელდა.

სომხები წინასწარ გრძნობდნენ მოახლოებულ საფრთხეს და წინასწარ მიიღეს ზომები. შეიქმნა უსაფრთხოების, სურსათის განაწილების სამსახურები. ასევე, სამედიცინო დახმარების, იარაღის სახელოსნო (მასში იყო განტავსებული დამზადებული ტყვია, იარაღი და სხვ.). შეიქმნა, აგრეთვე ”ქალთა კაშირი”, რომელიც დაკავებული იყო მეომრებისათვის ტანსაცმლის დამზადებით. საფრთხის წინ გაერთიანდნენ სომხური პოლიტიკური პარტიები (რამკავარები, გნჩაკისტები, დაშნაკები და სხვ.). სომხური მონაცემებით, ვანის დამცველთა რიგებში ცადგა არაუმეტეს 1500 ადამიანისა. მოწინააღმდეგე მხარეს კი 12 ათასამდე რეგულარული არმია, რომელსაც ემატებოდა თურმე ქურთთა რაზმები.

ბრძოლა 7 აპრილს დაიწყო, როდესაც თურქმა ჯარისკაცებმა ესროლეს გზაზე მიმავალ სომეხ ქალებს. საპასუხოდ სომხებმაც გაისროლეს. მაისის დასაწყისში ვანის დამცველებს დიდი დახმარება გაუწის ქალაქის მისადგომებთან გამოჩენილმა რუსულმა არმიამ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]