ვანთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვანთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ვანთის თავში, ძველ სასაფლაოზე, სავარაუდოდ, თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით თითქმის კვადრატული. ნაგებია მოზრდილი ზომის, დაუმუშავებელი ქვიშაქვით. გამოყენებულია რიყის ქვაც. წყობა ირეგაულარულია. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თარაზულადაა გადახურული. ეკლესიის იატაკი კარისა ძირიდან დაახლოებით 60 სანტიმეტრით დაბლაა, რის გამოც, ეკლესიაში ჩასასვლელად, კარის წინ, მოწყობილია საფეხური.

შიდა სივრცე აზიდული პროპორციებისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ასიდით, რომელსაც გეგმით გაბრტყელებული ნახევარწრის ფორმა აქვს. აფსიდის ცენტრში გაჭრილია დაბალი, თაღოვანი სარკმელი. გვერდებში კი, ერთიმეორის ზემოთ, ორ-ორი მცირე, კვადრატული ნიშაა. აფსიდში, სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია კუბური ფორმის ტრაპეზი. ინტერიერის გასანათებლად, აღმოსავლეთ სარკმლის გარდა, პატარა, კვადრატული ხვრელია მოწყობილი დასავლეთ კედელში შესასვლელის ზემოთ.

2006 წელს სოფლის მკვიდრმა ივ. მკირვალიძემ ეკლესიის დანგრეული ნაწილები აღადგინა. კედლები გარედან დუღაბით შელესეს და შენობა ღარისებრი კრამიტით გადახურეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]