ვანთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვანთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში. ზღვის დონიდან 699 მეტრზე.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა და ნაშენია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. კედლების ზედაპირი კი ბათქაშითაა გასწორებული. ეკლესიას აქვს ორი შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით.ეკლესიის მშენებლობის დაწყების თარიღითაა მოთავსებული წარწერა ეკლესიის სამხრეთ შესასვლელის არქიტრავზე. ორივე კარის ღიობი კედლის სიბრტყეში საფეხურით შეღრმავებულ, ნახევარწრიულ, თაღით დასრულებულ არეშია გამოყვანილი სუფთად ნათალი, ქვიშაქვის ქვებით. შიგნით შესასვლელები. თანდათან განივრდება და ხურავს ნახევარწრიული თაღს. აღმოსავლეთით ღრმა აფსიდია, რომელიც დარბაზისგან გამიჯნულია ერთსაფეხურიანი პილასტრების წყვილით და მათზე გადაყვანილი საბჯენი თაღით. გრძივ კედლებზე ორ-ორი ასეთი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა კამარის საბჯენი თაღები. პილიასტრები შესაბამის კედლებს ანაწევრებს.სამ, ტოლ ნაწილაად. დასავლეთის კამარა დასავლეთის.დაყრდნობილია კედლის მიმდებარე, საბჯენ თაღზე, ინტერიერი ექვსი მაღალი, ნახევარწრიული თაღით და დასრულებული სარკმლითაა განათებული. აფსიდის ცენტრში ერთი სარკმელია, გრძივ კედლებში ორ-ორი, ერთიც — დასასავლეთ. კედელში. შიგნით, სარკმლის თაღები გამოყვანილია შირიმის ნათალი ქვით. აფსიდში სარკმლის ჩრდილოეთით, სამი, თაღოვანი ნიშაა, სამხრეთით — ერთი. აფსიდი წესიერი კონქითაა დასრულებული, რომლის თაღსაც ნახევარწრიული ფორმა აქვს, დარბაზის კამარაც მსგავსი ფორმისაა. მოგვიანებით ჩატარებული რემონტის დროს აგურით განაახლეს კონქის, კამარის და საბჯენი თაღების ნაწილი. ეკლესიის ფასადები სადაა, აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადებზე, ფრონტონის არეში გამოსახულია წყობაში შეღრმავებული,წითლად შეღებილი ჯვარი. სამხრეთის შესასვლელის მარჯვენა მხარეს მხედრულ წარწერიანი ქვიშაქვაა ჩასმული. შენობის კედლები რიყის ქვით ნაწყობი, ორსაფეხურიანი ლავგარდანითაა დასრულებული.

ეკლესიას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა 1980-იან წლებში: კედლების საპირე წყობის ჩამოშლილი ნაწილები და ლავგარდანი. მოიხსნა დას. კედელზე დაშენებული სამრეკლოს საფუძვლის შემორჩენილი ნაშთი და ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით და აღდგა შესასვლელების გარეთა ღიობები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7210