ვანესა მეი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვანესა მეი
Vanessa Mae.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ვანესა მეი ვანაკორნი
დაბ. თარიღი 27 ოქტომბერი, 1978
წარმოშობა სინგაპური
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვიოლინო
აქტიური 1990-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Sony Classical/SME Records
Virgin/EMI Records
EMI Classics
საიტი vanessa-mae.com

ვანესა მეი (ინგლ. Vanessa-Mae Vanakorn Nicholson; ჩინ. 陳美, Chén Měi; დ. 27 ოქტომბერი, 1978) — ცნობილი ბრიტანელი ვირტუოზი მევიოლინე და კომპოზიტორი, რომელიც ძირითადად ცნობილია ვიოლინოს ტექნო-აკუსტიკური შერწყმით, კლასიკური მუსიკის შესრულებით. ვანესა მეი დაიბადა სინგაპურში, მამამისის — ტაი წარმოშობის და დედამისის — ეროვნებით ჩინელის ოჯახში. ვანესა მეი 4 წლისა იყო, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, დედამისი ცოლად გაჰყვა ბრიტანელ ადვოკატს გრემ ნიკოლსონს და ოჯახი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა.

ვანესა ქალაქ ლონდონში გაიზარდა, აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა. ფორტეპიანოზე დაკვრა 3 წლიდან დაიწყო, ხოლო ვიოლინოზე 5 წლიდან უკრავს.[1] 8 წლიდან ლონდონში ესწრებოდა ფრენსის ჰოლანდის სკოლას, 11 წლისას ჩააბარა სამეფო მუსიკის კოლეჯში. 2006 წელს პირველად მოინახულა შვეიცარიის კურორტი ცერმატი. შემდეგ წლებში იგი რეგულარულად სტუმრობდა ამ ადგილს, ხოლო 2009 წელს ცერმატში სახლი იყიდა.[2] 2011 წელს იმყოფებოდა ჩეჩნეთში, სადაც აღინიშნებოდა რამზარ კადიროვის დაბადების დღე. მეიმ შეასრულა წელიწადის დრონის ერთ-ერთი ნაწყვეტი,[3] რისთვისაც გავრცელებული ინფორმაციით გადაეცა 500,000 დოლარი.[4] ვანესა მეი იყო 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მონაწილე თხილამურებით რბოლაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Contemporary Musicians: Vanessa-Mae. enotes. წაკითხვის თარიღი: 14 October 2011.
  2. Anthon, Kaye (29 July 2010). Ski statt Geige (German). Blick. წაკითხვის თარიღი: 14 October 2011.
  3. Malpas, Anna (7 October 2011). In the Spotlight. The Moscow Times. წაკითხვის თარიღი: 26 October 26 2011.
  4. Hollywood stars fly in on Chechen leader's birthday“, BBC, 7 October 2011. წაკითხვის თარიღი: 14 October 2011.