ვანათის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვანათის ციხე

ვანათის ციხე – განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე შიდა ქართლში, მდებარეობს ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანათში, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა მხარეს, მაღალ, სამი მხრიდან მიუდგომელ მთაზე. ვახუშტი ბაგრატიონი მის შესახებ წერს:

მერისხს ზეით, ჩრდილოოთ კერძ, არს ვანათი, პატარა ლიახვს კიდესა. მაღლა გორასა ზედა არს ციხე, სნეკვიდამ წამოსულს მცირე მთასა ზედა. ვანათის ციხე შემუსვრილ განაახლა შანშემ, შემუსრეს კუალად ყიზილბაშთა. ციხის ჩრდილოთ არს კლდე მაღალი, ქარაფოვანი...

ციხე გეგმით მრავალწახნაგოვანიააღმოსავლეთის კედელთან ოთხსართულიანი კოშკია, რომელიც ნაგებია რიყის ქვით. კოშკის აღმოსავლეთ კედელში ერთი ვიწრო სარკმელია. ციხის სამხრეთ კედელში ზურგიანი კოშკი მდგარა, საიდანაც შემორჩენილია ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლების ფრაგმენტები. ციხის ჩრდილო-დასავლეთი კედელი მთლიანად ჩამონგრეულია, ჩრდილოეთ კედლის დარჩენილი ნაწილის სიმაღლე 1,5-3 მეტრს აღწევს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა (ცხინვალის რაიონი), თბ. 2002 წ. გვ. 71-73