ვალტერ პოგოსიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალტერ პოგოსიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვალტერ რ. პოგოსიანი
დაბადების
თარიღი
16 მაისი, 1992 (1992-05-16) (31 წლის)
დაბადების
ადგილი
ერევანი, სომხეთი
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბანანცი
ნომერი 8
ახალგაზრდული კარიერა
2004 - 2008 ბანანცი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008 პატანი 13 (1)
2008 - ბანანცი 76 (6)
ეროვნული ნაკრები
2009 - სომხეთის 19-წლამდელთა 3 (0)
2010 - სომხეთის 21-წლამდელთა 8 (4)
2012 - სომხეთი 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ვალტერ პოგოსიანი (სომხ. Վալտեր Պողոսյան; დ. 16 მაისი, 1992, ერევანი, სომხეთი) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით ნახევარმცველი. ამჟამად თამაშობს სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ ბანანცში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალტერ პოგოსიანმა ფეხბურთისადმი ინტერესი ადრეულ ბავშვობაში გამოავლინა და უკვე 7 წლის ასაკში ამ სპორტის თამაშიც დაიწყო. იგი თავდაპირველად პიუნიკ ერევანის საფეხბურთო სკოლაში შევიდა, თუმცა მოგვიანებით ბანანცი ერევანის საფეხბურთო სკოლაში გადავიდა. 13 წლის ასაკში მან კლუბის სელექციონერების ყურადღება მიიპყრო. ამ პერიოდში კლუბმა მას კონტრაქტი შესთავაზა და პოგოსიანი მას დასთანხმვდა. 2008 წელს პოგოსიანი ბანანცის ახალგაზრდულ კლუბ პატანში თამაშობდა. მან სომხეთის თასის 2 თამაშში მიიღო მონაწილეობა. მომდევნო წელს, იგი სათამაშოდ პირველ გუნდში გადავიდა და აღნიშნულ სეზონში 6 თამაში ჩაატარა. 2010 წლის სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მან მეტი გამოცდილება მიიღო: იგი ყოველ თამაშში ახალ უნარს აჩვენებდა. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც გაიმართა 24 დეკემბერს, პოგოსიანმა მიიღო ჯილდოები "ყველაზე პერსპექტიული მოთამაშისთვის" და "წლის აღმოჩენა".[1]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის დასაწყისში პოგოსიანით სომხეთის ეროვნული 21-წლამდელთა ნაკრების მმწვრთნელი დაინტერესდა.[2] მისი პირველი თამაში შედგა, სომხეთში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ; თამაში სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა. სომხეთის 19-წლამდელთა ნაკრებში გამართულ ორ შეხვედრაში, მან ორი გოლი გაიტანა. მოგვიანებით პოგოსიანი მიიწვიეს სომხეთის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებში, თუმცა ტრავმის გამო ასპარეზობა ვერ შეძლო; აღნიშნული ტრავმა მან მოწვევისთანავე მიიღო.[3][4] ახალგაზრდულ ნაკრებში მისი მესამე თამაში შედგა 2013 წლის უეფას ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონტის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მატჩში, რომელშიც სომხეთის ახალგაზრდული ნაკრები მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდა; აღნიშნულ შეხვედრაში სომხეთი ანგარიშით 1:4 დამარცხდა.[5]

2012 წლის 28 თებერვალს, პირველად ნაკრებში გამოძახებიდან დიდი პერიოდის შემდეგ, იგი კვლავ მოიხმეს და მისი დებიუტი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში სერბეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა. თამაში ლიმასოლში, კვიპროსში გაიმართა. შეხვედრა მეგობრული იყო და სომხეთის ნაკრების შემადგენლობა ძირითადად ახალგაზრდებისგან შედგებოდა. პოგოსიანს გოლის გატანის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მან ეს შემთხვევა ხელიდან გაუშვა. სომხეთმა მატჩი ანგარიშით 0:2 წააგო.[6] 2 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუბენ ჰაიატაპეტიანმა უკმაყოფილება გამოთქვა პოგოსიანის თამაშთან დაკავშირებით, რომელიც, მისი აზრით, საკუთარ სრულ პოტენციალს არ იყენებდა.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Карлен Мкртчян стал футболистом года в Армении დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. (in Russian). armsport.am. Retrieved 28 March 2013.
  2. Тренер молодежки: Выступают только очень быстрые (in Russian). armsport.am. Retrieved 28 March 2013.
  3. Вальтер Погосян: Приглашение в сборную было неожиданностью (in Russian). armsport.am. Retrieved 28 March 2013.
  4. Состав сборной Армении: Дашян отсутствует (in Russian). armsport.am. Retrieved 28 March 2013.
  5. Armenia U21 vs. Montenegro U21 4 – 1. Soccerway.com. ციტირების თარიღი: 28 March 2013.
  6. Armenia vs. Serbia 0 – 2. Soccerway.com. ციტირების თარიღი: 28 March 2013.
  7. ՀՖՖ-ի նախագահը Սերբիայի դեմ խաղում դժգոհ է մնացել 4 ֆուտբոլիստների խաղից დაარქივებული 2019-10-29 საიტზე Wayback Machine. (in Armenian). ArmFootball.com. Retrieved 28 March 2013.