შინაარსზე გადასვლა

ვალტერ გერლახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალტერ გერლახი
გერმ. Walther Gerlach
დაბ. თარიღი 1 აგვისტო, 1889(1889-08-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ვისბადენი, გერმანიის იმპერია
გარდ. თარიღი 10 აგვისტო, 1979(1979-08-10)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (90 წლის)
გარდ. ადგილი მიუნხენი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა ფიზიკოსი[1] [1] , უნივერსიტეტის პროფესორი[1] , ბირთვული ფიზიკოსი[1] , მეცნიერი[8] და ისტორიკოსი[8]
მუშაობის ადგილი ტიუბინგენის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი, ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, გიოტინგენის უნივერსიტეტი და ბონის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტიუბინგენის უნივერსიტეტი[9]
ნათესავ(ებ)ი Werner Gerlach[10]
ჯილდოები ბავარიული ორდენი დამსახურებისთვის, დიდი ოფიცრის ჯვარი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ჰარნაკის მედალი და Q134613391?

ვალტერ გერლახი (გერმ. Walther Gerlach; დ. 1 აგვისტო, 1889, ვისბადენი, გერმანიის იმპერია — გ. 10 აგვისტო, 1979, მიუნხენი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) — გერმანელი ფიზიკოსი, შტერნ-გერლახის ექსპერიმენტის ერთ-ერთი თანაავტორი, რომელმაც დაადასტურა ატომებში სპინის არსებობა და მათი მაგნიტური მომენტების მიმართულების სივრცითი კვანტიზაციის ფაქტი.

1908 წლიდან სწავლობდა ტიუბინგენის უნივერსიტეტში, სადაც 1912 წელს ფრიდრიხ პაშენის ხელმძღვანელობით მიიღო დოქტორის ხარისხი. მისი დისერტაციის თემა რადიაციის გაზომვა იყო. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, ის პაშენის ასისტენტად დარჩა. გერლახმა ჰაბილიტაცია ტიუბინგენის უნივერსიტეტში 1916 წელს, ჯარში სამსახურის დროს დაასრულა.[11]

1915-1918 წლებში გერლახი პირველ მსოფლიო ომში გერმანული არმიის რიგებში იბრძოდა. ის იენაში, მაქს ვინის ხელმძღვანელობით, უსადენო ტელეგრაფიაზე მუშაობდა. ის ასევე მსახურობდა არტილერიის ტესტირების კომისიაში რ. ლადენბურგის ხელმძღვანელობით.[12][13]

1916 წელს გერლახი ტიუბინგენის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი გეტინგენის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. 1919-1920 წლებში იგი ხელმძღვანელობდა Farbenfabriken Elberfeld-ის ფიზიკის ლაბორატორიას, რომელიც ადრე Bayer-Werke-ს ერქვა.[11][12]

1920 წელს მან ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში პედაგოგად დაიწყო მუშაობა. მომდევნო წელს მან ფრანკფურტში მოწვეული პროფესორის თანამდებობა დაიკავა. 1921 წლის ნოემბერში, ოტო შტერნთან ერთად, მან აღმოაჩინა მაგნიტურ ველში სივრცითი კვანტიზაცია, რომელიც ცნობილია როგორც შტერნ-გერლახის ეფექტი.[11][14][15]

1925 წელს გერლახი ტიუბინგენის უნივერსიტეტის რიგითი პროფესორია, რომელმაც ამ თანამდებობაზე ფრიდრიხ პაშენი შეცვალა. 1929 წელს იგი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის სრული პროფესორი გახდა, სადაც ვილჰელმ ვინი შეცვალა. ის ამ თანამდებობაზე 1945 წლის მაისამდე იკავებდა, სანამ ამერიკულმა და ბრიტანულმა ძალებმა არ დააპატიმრეს.[11][13]

1937-1945 წლებში გერლახი იყო კაიზერ ვილჰელმის საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 1946 წლის შემდეგ ის გავლენიან თანამდებობის პირად დარჩა მემკვიდრე ორგანიზაციაში, მაქს პლანკის საზოგადოებაში.[11]

1944 წლის 1 იანვარს გერლახი ოფიციალურად გახდა რაიხის კვლევითი საბჭოს (RFR) ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანელი და ბირთვული ფიზიკის კომისარი, რომელმაც თანამდებობა აბრაამ ესავის ნაცვლად შეცვალა. იმავე წლის აპრილში მან დააარსა Reichsberichte für Physik, ფიზიკის ჟურნალის Physikalische Zeitschrift-ის დამატება, რომელშიც გამოქვეყნდა ოფიციალური მოხსენებები.[11]

1945 წლის მაისიდან გერლახი ინტერნირებული იყო საფრანგეთსა და ბელგიაში ამერიკულმა და ბრიტანულმა ძალებმა ოპერაცია „ალსოსის“ დროს. იმავე წლის ივლისიდან 1946 წლის იანვრამდე იგი ინგლისში, ფარმ ჰოლში, ოპერაცია „ეპსილონის“ ფარგლებში იმყოფებოდა ტყვედ, რომლის დროსაც ატომური იარაღის შემუშავებაში მონაწილე 10 გერმანელი მეცნიერი შეიპყრეს.[11][13]

1946 წელს გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, იგი ბონის უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორი გახდა. 1948 წლიდან იგი ექსპერიმენტული ფიზიკის სრული პროფესორი და მიუნხენის უნივერსიტეტის ფიზიკის განყოფილების დირექტორია, თანამდებობა, რომელიც 1957 წლამდე ეკავა. 1948-1951 წლებში იგი ასევე უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას იკავებდა.[11]

1949-1951 წლებში გერლახი იყო გერმანიის ფრაუნჰოფერის საზოგადოების დამფუძნებელი პრეზიდენტი, რომელიც გამოყენებითი კვლევით იყო დაკავებული; 1949-1961 წლებში — სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის გერმანული ასოციაციის (Deutsche Forschungs-Gemeinschaft - DFG) ვიცე-პრეზიდენტი.[11]

1957 წელს გერლახი იყო ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ხელი მოაწერა „გიოტინგენის მანიფესტს“, რომელიც ეწინააღმდეგებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ატომური იარაღით შეიარაღებას.[11]

ვალტერ გერლახი 1979 წელს მიუნხენში გარდაიცვალა.

  • Walter Gerlach Matter, Electricity, Energy: The Principles of Modern Atomistic and Experimental Results of Atomic Investigations (D. Van Nostrand, 1928)
  • Mac Hartmann and Walther Gerlach Naturwissenschaftliche Erkenntnis und ihre Methoden (Springer, 1937)
  • Walther Gerlach Die Quantentheorie. Max Planck sein Werk und seine Wirkung. Mit einer Bibliographie der Werke Max Plancks (Universität Bonn, 1948)
  • Walther Gerlach Probleme der Atomenergie (Biederstein Verlag, 1948)
  • Walther Gerlach Wesen und Bedeutung der Atomkraftwerke (Oldenbourg, 1955)
  • Walter Gerlach and Martha List Johannes Kepler. Leben und Werk (Piper, 1966)
  • Gerlach, Walter (editor) Das Fischer Lexikon — Physik (Fischer Bücherei, 1969)
  • Walter Gerlach Physik des täglichen Lebens — Eine Anleitung zu physikalischem Denken und zum Verständnis der physikalischen Entwicklung (Fischer Bücherei, 1971) ISBN 3-436-01341-2
  • Walter Gerlach (editor) Physik. Neuasugabe Unter Mitarbeit Von Prof. Dr. Josef Brandmüller (Fischer Taschenbuch Verlag, 1978) ISBN 3-596-40019-8
  • Walther Gerlach Otto Hahn (WVG, 1984)
  • Gerlach, Walther; List, Martha Johannes Kepler : Der Begründer der modernen Astronomie München, (Piper Verlag GmbH, 1987) ISBN 3-492-15248-1
  • Храмов Ю. А. Герлах Вальтер // Физики : Биографический справочник / Под ред. А. И. Ахиезера. — Изд. 2-е, испр. и доп. — М. : Наука, 1983. — С. 81
  • Bernstein, Jeremy Hitler’s Uranium Club: The Secret Recording’s at Farm Hall (Copernicus, 2001) ISBN 0-387-95089-3
  • Friedrich, Bretislav and Dudley Herschbach Stern and Gerlach: How a Bad Cigar Helped Reorient Atomic Physics დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine. Physics Today Volume 56, Issue 12, 53-59 (2003).
  • Hentschel, Klaus (editor) and Ann M. Hentschel (editorial assistant and translator) Physics and National Socialism: An Anthology of Primary Sources (Birkhäuser, 1996) ISBN 0-8176-5312-0
  • Mehra, Jagdish, and Helmut Rechenberg The Historical Development of Quantum Theory. Volume 1 Part 2 The Quantum Theory of Planck, Einstein, Bohr and Sommerfeld 1900—1925: Its Foundation and the Rise of Its Difficulties. (Springer, 2001) ISBN 0-387-95175-X
  1. 1 2 3 4 5 6 Deutsche Nationalbibliothek Record #118538713 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 1 2 SNAC — 2010.
  4. 1 2 Frankfurter Personenlexikon — 2014.
  5. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  6. 1 2 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 1 2 Munzinger Personen
  8. 1 2 Národní autority České republiky
  9. Mathematics Genealogy Project — 1997.
  10. Hessische BiografieHessisches Institut für Landesgeschichte.
  11. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Hentschel, 1996, Appendix F; see the entry for Walter Gerlach.
  12. 1 2 Mehra and Rechenberg, Vol. 1, Part 2, 2001, 436.
  13. 1 2 3 Bernstein, 2001, 364.
  14. Breitislav, 2003, 53-59.
  15. Walther Gerlach and Otto Stern Das magnetische Moment des Silberatoms, Zeitschrift für Physik Volume 9, Number 1, 353—355 (1922).