შინაარსზე გადასვლა

ვალონგოს ნავსადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალონგოს ნავსადგურის არქეოლოგიური ძეგლი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები vi
სია [1]
რეგიონი** ამერიკა
კოორდინატები 22°53′50″ ს. გ. 43°11′15″ დ. გ. / 22.89722° ს. გ. 43.18750° დ. გ. / -22.89722; -43.18750
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2017  (41-ე სესია)
ნომერი 1548
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1548
ინგლ.რუს.ფრ.

ვალონგოს ნავსადგური — ძველი ნავსადგური, რომელიც მდებარეობს რიო-დე-ჟანეიროს პორტის ტერიტორიაზე, ამჟამინდელ კოელო-ე-კასტროსა და საკადურა-კაბრალის ქუჩებს შორის.[1] აშენებულია 1811 წელს. ეს იყო აფრიკელი მონების გადმოსხმისა და ვაჭრობის ადგილი 1831 წლამდე, როდესაც აფრიკაში ბლოკადა დაწესდა, რომელმაც აკრძალა ატლანტიკური მონათვაჭრობა ბრაზილიაში (თუმცა, ბრაზილიის მთავრობა თვალს ხუჭავდა ამ ვაჭრობაზე 1850 წლამდე).[2]

მისი ფუნქციონირების ოცი წლის განმავლობაში ვალონგოში 500 ათასიდან ერთ მილიონამდე მონა გადმოსხეს. ბრაზილიამ ატლანტიკური ვაჭრობის მეშვეობით დაახლოებით 4,9 მილიონი მონა მიიღო.[3]

1843 წელს ნავმისადგომი განაახლეს პრინცესა ტერეზა კრისტინა ბურბონის გადმოსვლისათვის, რომელიც უნდა გათხოვილიყო იმპერატორ პედრუ II-ზე. ნავმისადგომს მაშინ ეწოდებოდა „Cais da Imperatriz“ (იმპერატრიცას ნავმისადგომი).[4]

1850 წლიდან 1920 წლამდე, ძველი ნავმისადგომის ირგვლივ ტერიტორია გახდა სივრცე, რომელსაც იკავებდნენ შავკანიანი მონები ან გათავისუფლებული ადამიანები სხვადასხვა ერებიდან, ტერიტორიას ეიტორ დოს პრაზერესმა უწოდა „Pequena África“ (პატარა აფრიკა).[5]

  1. Cais do Valongo: a história da escravidão no porto do Rio de Janeiro. Globo.com Educação. Globo.com. ციტირების თარიღი: 9 January 2015
  2. Carneiro, Julia (25 December 2014). „Brazil's hidden slavery past uncovered at Valongo Wharf - BBC News“. BBC News. ციტირების თარიღი: 2017-04-10.
  3. Romero, Simon (2014-03-08). „Rio's Race to Future Intersects Slave Past“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2017-04-10.
  4. Cais do Valongo é candidato a Patrimônio da Humanidade. Ministério da Cultura do Brasil (30 September 2014). ციტირების თარიღი: 9 January 2015
  5. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-11-14