ვალმონი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვალმონი
დამდგმელი რეჟისორი მილოშ ფორმანი
პროდიუსერი მაიკლ ჰაუსმანი, რაულ რასამი
სცენარის ავტორი ჟან-კლოდ კარიერი, მილოშ ფორმანი
ნაწარმოები სახიფათო კავშირები
— პიერ შოდერლო დე ლაკლო
როლებში კოლინ ფერთი, ანეტ ბენინგი
მუსიკა კრისტოფერ პალმერი
ოპერატორი მიროშლავ ონდრიჩეკი
მონტაჟი ნენა დანევიჩი, ალან ჰაიმი
მხატვარი სტიუარტ კრეიგი, ჯერარდ ჯეიმზი
დისტრიბუტორი Orion
გამოსვლის თარიღი 17 ნოემბერი, 1989
ხანგრძლივობა 137 წუთი
ქვეყანა აშშ, საფრანგეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $33 მლნ
შემოსავალი $ 1 132 112

ვალმონი (ინგლ. Valmont) — მილოშ ფორმანის 1989 წლის ფილმი. დაფუძნებულია მე-18 საუკუნის ფრანგულ რომანზე „სახიფათო კავშირები“.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება ვითარდება XVIII საუკუნის საფრანგეთში. მარკიზა დე მერტეი სახიფათო სასიყვარულო თამაშებისა ინტრიგების დიდოსტატია, ვიკონტი ვალმონი კი ცნობილია მუსუსი. მარკიზას სურს შურისძიება ყოფილ საყვარელზე, ჟერკურზე, რომელმაც მიატოვა სხვა ქალის გამო. ის თხოვს ვალმონს, რომელიც ცნობილი არშიყია, რომ ამ უკანასკნელმა ჟერკურის ამჟამინდეს საცოლე შეაცდინოს. ვალმონს კი მადამ დე ტურველზე აქვს თვალი დადგმული. მარკიზა საკუთარი გეგმის განსახორციელებლად უფრო რთულ გეგმას დასახავს.

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის გადაღებები დაემთხვა რომან „სახიფათო კავშირების“ სხვა ადაპტაციის, სტივენ ფრირზის ფილმ „სახიფათო კავშირების“ გადაღებებსა და გამოსვლას. ფორმანმა გადაღება უფრო ადრე დაიწყო, თუმცა ფრირზმა ფილმზე მუშაობაუფრო ადრე დაასრულა და ის 1988 წლის დეკემბერში გამოუშვა. ფორმანის ფილმი 1989 წელს გამოვიდა. ამის გამო ფორმანს სათაურის შეცვლა მოუწია. ამ დამხვევის გამო ფორმანის ფილმი ფინანსურად ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსთა მოსაზრებით ის მხატვრულად ჯობდა ფრირზის მიერ გადაღებულ ფილმს.

ფორმანმა მარკიზას როლი შესთავაზა მიშელ პფაიფერს, მაგრამ მან ფრირზის ფილმში მადამ დე ტურველის როლის შესრულება არჩია. ფორმანმა მარკიზას როლზე ანეტ ბენინგი მიიწვია, რომლისთვისაც „ვალმონი“ პირველი სერიოზული როლი აღმოჩნდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]