შინაარსზე გადასვლა

ვალკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვალკა(ინგ. valka) ქალაქი და მუნიციპალიტეტი ლატვიის ვიძემეს რეგიონში, ესტონეთის საზღვარზე, მდინარე პედელეს ორივე ნაპირზე.

ვალკას ეკლესია

ვალკა და ესტონური ქალაქი ვალგა ტყუპისცალებად ითვლებიან — ისინი ერთმანეთისგან ესტონეთ-ლატვიის საზღვარით არიან გაყოფილნი, მაგრამ იყენებენ სლოგანს „ერთი ქალაქი, ორი ქვეყანა“. ლივონიური ქალაქის, ვალკის გამყოფი საზღვარი 1920 წელს საერთაშორისო ჟიურიმ გაავლო, რომელსაც ბრიტანელი პოლკოვნიკი სტივენ ჯორჯ ტალენტსი ხელმძღვანელობდა. შენგენის შეთანხმების გაფართოებისა და 2007 წელს ესტონეთ-ლატვიის საზღვრის გაუქმების შემდეგ, გამოცხადდა, რომ ვალკასა და ვალგას შორის საერთო საზოგადოებრივი ავტობუსით ტრანსპორტირება დამყარდებოდა. ასევე, მოიხსნა ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი და გაიხსნა გზები და ღობეები. 2016 წელს კი გამოცხადდა, რომ ესტონეთში უკეთესი სოციალური პირობებისა და მაღალი ხელფასების გამო, ვალკას ბევრმა მცხოვრებმა თავი ვალგას მოსახლედ დაარეგისტრირა.

მდინარე პედელე ვალკაში

ქალაქი ვალკა პირველად 1286 წელს მოიხსენება, ხოლო 1419 წლიდან ლივონიის კონფედერაციის ლანდტაგის (პარლამენტის) ადგილსამყოფელი გახდა. ქალაქის სტატუსი მას პოლონეთ-ლიტვის მეფე სტეფან ბატორიმ 1584 წელს მიანიჭა. თუმცა, ქალაქმა რეალური მნიშვნელობა მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს მოიპოვა, როცა აქ ვიდზემეს მასწავლებელთა სემინარია ფუნქციონირებდა და მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი განვითარდა. გარდა ამისა, ვალკადან ესტონეთის ქალაქ ფარნუსკენ გაიყვანეს პირველი ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზი თანამედროვე ლატვიის ტერიტორიაზე. 1917 წლის 15 ნოემბერს ვალკაში მიიღო ლატვიის დროებითმა ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებელი ლატვიის რესპუბლიკის გამოცხადების გადაწყვეტილება. აქ პირველად აფრიალდა ლატვიის წითელ-თეთრი-წითელი დროშა. ქალაქი გახდა დავის საგანი ახლადშექმნილ ლატვიისა და ესტონეთის სახელმწიფოებს შორის; საბოლოოდ, 1920 წლის 1 ივლისს ვალკა ორ სახელმწიფოს შორის კომპრომისულად გაიყო.

ვალკას დაწყებითი სკოლა

ვალკაში მოქმედებს ერთი დაწყებითი სკოლა და გიმნაზია. ლატვია-ესტონეთის ინსტიტუტი კი სთავაზობს სტუდენტებს შემდგომ განათლებას.

ტყუპი ქალაქები-დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალკა დაძმობილებულია:

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]