ვალის პორტრეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალის პორტრეტი
Porträt von Wally
ავტორი ეგონ შილე
წელი 1912
კატალოგი P234[1]
ტიპი ზეთი ტილოზე
სიმაღლე 32
სიგანე 39.8
ქალაქი ვენა
მუზეუმი ლეოპოლდის მუზეუმი

ვალის პორტრეტი (გერმ. Porträt von Wally) — ავსტრიელი მხატვრის ეგონ შილეს, 1912 წლის ზეთში შესრულებული ნახატი. ნახატზე გამოსახულია "ვალი" ნეუცილი, რომელსაც ის 1911 წელს შეხვდა. წლების განმავლობაში ის მისი საყვარელი და მოდელი იყო. ის ეგონის ბევრ გამორჩეულ ტილოზეა გამოსახული. სურათი 1954 წელს რუდოლფ ლეოპოლდმა შეიძინა და შემდგომში ის ლეოპოლდის მუზეუმის კოლექციის ნაწილი გახდა. 1997–1998 წლებში ნამუშევარი გამოფენილი იყო ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუში. ნახატის შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდა ნიუ-იორკ ტაიმზში, რის შემდეგაც გამოჩნდა ბონდის ჰერსი რომელიც ამტკიცებდა, რომ ნახატი მას ეკუთვნოდა და ის მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა წაართვეს.

2010 წლის ივლისში, ლეოპოლდის მუზეუმი ბონდისთვის 19 მილიონის გადახდას შემდგომში მასზე ყველანაირი უფლების უარყოფის სანაცვლოდ დათანხმდა.[2][3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]