ვალიკო ჯუღელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯუღელი.
ფოტოპორტრეტი

ვალიკო ჯუღელი (დ. ? სვირი — გ. აგვისტო, 1924, თბილისი) — საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი, „დამკომის“ წევრი. უშუალო მონაწილე 1918-21 წლებში მომხდარ თითქმის ყველა ბრძოლისა.გამოირჩეოდა საოცარი პირადი ვაჟკაცობით. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ჩახშობილ იქნა 1920 წლის ანტისახელმწიფოებრვი აჯანყება ცხინვალის რეგიონში.1921 წლის მარტიდან ემიგრაციაშია, საქართველოში დაბრუნდა 1924 წლის აჯანყების მოსამზადებლად, მაგრამ „ჩეკამ“ დააპატიმრა და იმავე წლის აგვისტოში დახვრიტეს. გამოცემული აქვს საკუთარი მოგონებები — დღიური („მძიმე ჯვარი“, ტფილისი, 1920 წელი).

გიორგი კვინიტაძის მოგონებებიდან:

ვიკიციტატა
„მაპატიოს ვალიკო ჯუღელმა ეს სიტყვები. როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება იგი ყოველთვის მომწონდა; ამაში იგი დარწმუნებული უნდა იყოს, ვინაიდან სხდომებზე ჩვენი არაერთი შეტაკების მიუხედავად, მის მიმართ სიმპათია ხშირად გამომიხატავს. სამწუხაროდ, როგორც მოღვაწე, იგი არ იყო მზად იმ უზარმაზარი როლისათვის, რომელიც მას წილად ხვდა ჩვენი ხალხის ისტორიაში“
(საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !)

იხილეთ აგრეთვე

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა