ვალია
იერსახე

ვალია (ლათ. Valia; დ. დაახლ. 385 — გ. 419) — ვესტგუთების მეფე. სახელმწიფოს მართავდა 415–419 წლებში.
415 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში აირჩიეს მეფედ. ვალიას მეფედ არჩევა განაპირობა მისმა მკვეთრმა ანტირომაულმა განწყობამ. ისტორიკოსები მას ახასიათებენ, როგორც მკაცრ და ჭკვიან მმართველს. მისი პოლიტიკა საკმაოდ მტრული იყო რომის იმპერიასთან მიმართებაში. V საუკუნის ისტორიკოსი პავლე ოროზი ამბობს:
![]() |
„იგი იმიტომ აირჩიეს მეფედ, რომ დაერღვია სიმშვიდე იმპერიაში.“
|
ვალია გარდაიცვალა 419 წელს, ავადმყოფობის შედეგად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წინამორბედი: სიგერიხი |
ვესტგუთების მეფე 415 - 419 |
შემდეგი: თეოდორიხ I |