ვალტერ ფუნკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვალთერ ფუნკი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალტერ ფუნკი
გერმ. Walther Funk
Bundesarchiv Bild 183-B21019, Walter Funk.jpg
დაბ. თარიღი 18 აგვისტო, 1890
დაბ. ადგილი ტრაკენენი, გერმანიის იმპერია
გარდ. თარიღი 31 მაისი, 1960
გარდ. ადგილი დიუსელდორფი, გფრ
ეროვნება გერმანელი
პარტია ნსდაპ
მამა ვალტერ ფუნკ უფროსი
დედა სოფია ურბაშტი
მეუღლე/ები ლუიზა შმიტ-ზიბენი

ვალთერ ემანუელ ფუნკი (გერმ. Walther Funk; 18 აგვისტო, 1890, ტრაკენენი (დღ. იასნაია პოლიანა), გერმანიის იმპერია31 მაისი, 1960, დიუსელდორფი, გფრ) — გერმანელი ჟურნალისტი, ნაცისტური გერმანიის ეკონომიკის მინისტრი და რაიხსბანკის პრეზიდენტი. მესამე რაიხის დამარცხების შემდეგ ნაცისტური პარტიის სხვა წევრებთან ერთად მოხვდა ნიურნბერგის პროცესზე. ნიურნბერგის სასამართლო პროცესმა ფუნკი დამნაშავედ მიიჩნია და პატიმრობა მიუსაჯა. იგი შპანდაუს ციხეში ჩასვეს. გამოუშვეს 1957 16 მაისს ჯამრთელობის მდგომარეობის გამო. გარდაიცვალა 1960 წლის 31 მაისს.