ვალერი ჩკალოვის ძეგლი
ვალერი ჩკალოვის ძეგლი Памятник Валерию Чкалову | |
---|---|
![]() ძეგლი გეორგიევსკის კოშკის ფონზე | |
კოორდინატები | 56°19′48″N 44°00′34″E / 56.33° ჩ. გ. 44.009444° ა. გ. |
მდებარეობა | ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი |
არქიტექტორი | ივან ტარანოვი, ვიქტორ ანდრეევი |
მოქანდაკე | ისააკ მენდელევიჩი |
მასალა | ლაბრადორიტი |
თარიღდება | 15 დეკემბერი, 1940 |
ვალერი ჩკალოვის ძეგლი (რუს. Памятник Валерию Чкалову) — ნიჟნი-ნოვგოროდის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, აღმართულია ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის გეორგიევსკის კოშკის სიახლოვეს და ეძღვნება ცნობილ საბჭოთა მფრინავს, ჩრდილოეთის პოლუსის გავლით სსრკ-დან აშშ-ში შეუჩერებლად ჩატარებული ფრენის ავტორს ვალერი ჩკალოვს. ძეგლიდან მდინარე ვოლგის მიმართულებით ჩადის კიბე, რომელსაც ასევე ჩკალოვის სახელი ეწოდება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე ძეგლის ადგილზე XVII საუკუნის დასაწყისში დააარსეს უფლის ცხოვლმყოფელი ჯვრის შემოყვანების სახელობის დედათა მონასტერი, რომელმაც მოგვიანებით მიიღო ჯვართამაღლების მონასტრის სახელი და 1815 წელს გადაიტანეს მონასტრის დღევანდელი მდებარეობის ადგილზე — ლიადოვის მოედანზე. მონასტერი არასახარბიელო მდგომარეობაში შემორჩენილი იყო 1840 წლამდე, ამ პერიოდსათვის ნიჟნი-ნოვგოროდის კრემლის გარშემო ყველა ნაგებობა დაანგრიეს და კედლის გარშემო მოაწყვეს დასვენების ზონა.
ლეგენდარული მფრინავის ძეგლი გაისნა 1940 წლის 15 დეკემბერს, მისი გარდაცვალებიდან ორ წლისთავზე[1]. ქანდაკების ავტორი არის ჩკალოვის მეგობარი ისააკ მენდელევიჩი. მენდელივიჩმა ამ ნამუშევრისათვის სტალინური პრემია მიიღო. ძეგლის არქიტექტორები არიან ივან ტარანოვი და ვიქტორ ანდრეევი.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძეგლის კვარცხლბეკზე გამოსახულია ჩრდილოეთი პოლუსის კონტურული რუკა, რომელზეც მითითებულია გმირული ეკიპაჟის ჩკალოვ-ბაიდუკოვ-ბელიაკოვის მარშრუტი შორეულ აღმოსავლეთში და ჩრდილოეთი პოლუსის გავლით აშშ-ში. კვარცხლბეკი მოპირკეთებულია ლაბრადორიტით[2].
კვარცხლბეკზე ამოტვიფრულია მფრინავის ცხოვრების წლები და წარწერა: „ჩვენი დროის უდიდეს მფრინავს ვალერი ჩკალოვს“. ამ სიტყვების ქვემოთ ეწერა „სტალინის შევარდენი“, რომელიც წაშალეს პიროვნების კულტის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Памятник Валерию Чкалову. ციტირების თარიღი: 2018-03-26.
- ↑ loginov_lip. (2015-12-14) Памятник Валерию Чкалову в Нижнем Новгороде на Волжской набережной. ციტირების თარიღი: 2018-03-26.