ვალერი ჩკალოვის მემორიალური მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალერი ჩკალოვის მემორიალური მუზეუმი
56°45′53″ ჩ. გ. 43°15′57″ ა. გ. / 56.76492806° ჩ. გ. 43.26583694° ა. გ. / 56.76492806; 43.26583694
დაარსდა 7 ივლისი, 1940
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა Chkalovsk
სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210188000
ოფიციალური საიტი [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი]
Map

ვალერი ჩკალოვის მემორიალური მუზეუმი (რუს. Мемориальный музей В. П. Чкалова) — მემორიალური კომპლექსი, რომელიც ეძღვნება გამოჩენილ რუს მფრინავს, საბჭოთა კავშირის გმირს ვალერი ჩკალოვს.

მუზეუმი მოიცავს სახლ-მუზეუმს, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა მომავალი მფრინავი ვა პავილიონ-ანგარს, რომელშიც გამოფენილია XX საუკუნის 30-იანი წლების ის თვითმფრინავები, რომელიც დაკავშირებულია მის მოღვაწეობასთან.

მემორიალური მუზეუმი მდებარეობს ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ჩკალოვსკში, ჩკალოვის ქუჩა № 5-ში.

შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წლის 15 დეკემბერს თვითმფრინავის გამოცდის დროს დაიღუპა ვალერი პავლეს ძე ჩკალოვი. საბჭოთა კავშირის მთავრობის გადაწყვეტილებით მფრინავის უკვდავსაყოფად შეიქმნა მუზუმი სახლში, რომელშიც დაიბადა მფრინავი. მუზეუმის გახსნა შედგა 1940 წლის 7 ივლისს.

1956 წელს გორკის წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების მიზნით, სახლი სანაპირო ზოლიდან გადაიტანეს უსაფრთხო ზონაში.

ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი მდებარეობს სახლში, სადაც 1904 წლის 2 თებერვალს დაიბადა ვალერი ჩკალოვი. სახლი აგებულია 1896 წელს ლეგენდარული მფრინავის მამის მიერ. სახლი ტიპური საცხოვრებელია ნიჟნი-ნოვგოროდის ვოლგისპირეთისათვის.

მუზეუმის პირველი ოთახი ჩკალოვების ოჯახის ყოფილი სამზარეულოა. ამ ოთახის ექსპოზიცია ეძღვნება ჩკალოვის ბავშვობას და ახალგაზრდობას. ოთახის კედლებზე ვალერის მშობლების და პირველი მასწავლებლის ფოტოებია, სურათებზე კი გამოსახულია სკოლა, რომელშიც იგი სწავლობდა.

ექსპოზიციის შემვეგი განყოფილება მოგვითხრობს ვალერის ჩერეპოვეცის ტექნიკუმში სწავლების პერიოდზე. ამავე ოთახის მინის ვიტრინაში დაცულია მფრინავის ის კოსტუმი, რომელიც მას ეცვა პირველი ფრენის დროს.

მესამე ოთახი მოგვითხრობს სწავლისა და სამსახურის შესახებ. მუზეუმის სტენდზე გამოსახულია ფოტოები, დოკუმენტები და ნახატები.

შემდეგ ოთახში გამოფენილია ექსპონატები, რომელიც მოგვითხრობს ჩკალოვის მიერ შესრულებული ორ უწყვეტი ფრენის შესახებ.

შემდეგი ოთახი ჩკალოვის ყოფილი საძინებელია. ამ ოთახის ექპონატები მოგვითხრობს მფრინავის ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე. ვიტრინაში დაცულია მფრინავის ის კოსტუმი, რომელიც მას უკანასკნელი ფრენის დროს ეცვა, ასევე გაუხსნელი პარაშუტი.

სახლის ახლოს მდებარეობს პავილიონი-ანგარი, რომელიც ააგეს 1957 წელს. აქ გამოფენილია 1930-იანი წლების საავიაციო ტექნიკა და ასევე მფრინავის პირადი ავტომობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Маринов В. М. Мемориальный музей В. П. Чкалова. — Горький: Волго-Вятское кн. изд-во, 1977.
  • На родине Чкалова. — Москва, 1989.
  • Михаил Лисов Мемориальный музей Чкалова (рус.) // Авиация и космонавтика. — М., 2016. — № 10. — С. 8-11.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]