ვალერი ვოუბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვალერი სოკრატის ძე ვოუბა (დ. 23 აგვისტო, 1942, სოფელი თხინა, ოჩამჩირის რაიონი) — აფხაზი ინჟინერ-ტექნიკოსი. სკკპ წევრი 1962 წლიდან. აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი. ახალი ათონის ტურისტულ-საექსკურსიო გაერთიანების გენერალური დირექტორი (1974). ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის შექმნისათვის მეცნიერთა და მშენებელთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1977).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]