ვალერიან ხაბურძანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვალერიან ხაბურძანია
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ნოემბერი, 2001 – 17 თებერვალი, 2004
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედივახტანგ ქუთათელაძე
მემკვიდრეზურაბ ადეიშვილი

დაბადებული5 ივლისი 1964
ქუთაისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
საქმიანობაადვოკატი

ვალერიან ხაბურძანია (დ. 5 ივლისი, 1964) — ქართველი პოლიტიკოსი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 2001 წლის 21 ნოემბრიდან - 2004 წლის 17 თებერვლამდე, გენერალ-ლეიტენანტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1964 წლის 5 ივლისს ქალაქ ქუთაისში. 1981 წელს დაამთავრა ქუთაისის 31-ე საშუალო სკოლა. 1981-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1985-1987 წლებში გადიოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს აზერბაიჯანის სსრ-ში. 1992 წელს დაამთავრა თსუ-ს ასპირანტურაში. იმავე წელს დაიწყო პედაგოგიურ მოღვაწეობა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1992-1997 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში (განყოფილების უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსი). 1997-2001 წლებში კი — ეროვნული უშიშროების საბჭოში. 2001 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

2001-2004 წლებში იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. ეს თანამდებობა ეჭირა მას ვარდების რევოლუციის (პრეზიდენტის აბდიკაციის) დროს. 2004 წლის თებერვალში გადაივანეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ, სადაც მუშაობდა იმავე წლის ივნისამდე.

2005 წლიდან კერძო საადვოკატო საქმიანობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა შპს „გლობალ სექიურითი“ დამფუძნებელი.

2011 წლიდან (რუსეთი) სსკ „სისტემა“, „რეგიონი“ ვიცე-პრეზიდენტი უსაფრთხოების საკითხებში.

2015 წლიდან — დღემდე „ვექტორფარმი“ (რუსეთი-შვეიცარია) გენერალური დირექტორის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]