ვალერიან როსტომბეგოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვალერიან როსტომბეგოვი
დაბ. თარიღი 1878
თბილისი
გარდ. თარიღი 1965
თბილისი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი
საქმიანობა პედაგოგი

ვალერიან როსტომბეგოვი (დ. 1878, თბილისი — გ. 1965, იქვე) — ქართველი პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა თბილისის I გიმნაზიაში, რომელიც 1899 წელს დაამთავრა და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მათემატიკურ განყოფილებაზე, 2 წლის შემდეგ გადავიდა საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე, რომელიც 1911 წელს დაამთავრა. 1911-1915 წლებში მუშაობდა ხარკოვის სამედიცინო-ვეტერინარულ და პედაგოგიურ ინსტიტუტებში, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1920 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავდაპირველად ასისტენტად, ხოლო შემდგომში ლექტორად და კათედრის გამგედ. 1930 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი. მას ეკუთვნის ქართულ ენაზე ფუნდამენტური სახელმძღვანელო სამედიცინო პარაზიტოლოგიაში. მის სახელს ატარებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ერთ-ერთი ლაბორატორია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლილუაშვილი მ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 334, თბ., 2018 წელი.