ვალერიან მელქაძე
| ვალერიან მელქაძე | |
|---|---|
| პირადი ინფორმაცია | |
| დაბ. თარიღი | 28 დეკემბერი, 1912[1] [1] |
| დაბ. ადგილი | ჩხენიში, ქუთაისის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[2] |
| გარდ. თარიღი | 10 ივნისი, 1981[1] [1] (68 წლის) |
| გარდ. ადგილი | თბილისი |
| ნამუშევრები და მიღწევები | |
| საქმიანობა | ეკონომისტი[1] |
| მოქალაქეობა |
საქართველოს სსრ |
| ჯილდოები | წითელი ვარსკვლავის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი და მედალი „მამაცობისათვის“ |
ვალერიან მელქაძე (დ. 28 დეკემბერი, 1912, სოფ. ჩხენიში, სამტრედიის რაიონი — გ. 10 ივნისი, 1981) — ქართველი ეკონომისტი, მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1977). საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV-V მოწვევების დეპუტატი.
1937 წელს დაამთავრა თბილისის სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1941-1945 წლებში მონაწილეობდა სამამულო ომში. 1946-1948 წლებში — საქართველოს სსრ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1948-1963 წლებში — პარტიული და სხვა ხელმძღვანელი სამუშაო. 1951-1952 წლებში ქუთაისის საოლქო კომიტეტის მდივანი; 1952 წლიდან საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი. 1958-1960 წლებში საქართველოს ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს უფროსი. 1963 წლიდან დამფუძნებელი დირექტორის რანგში სათავეში ჩაუდგა საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 2002 წელს ინსტიტუტს მისი სახელი ეწოდა. შეიმუშავა შიდა რესპუბლიკური ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტისა და ეროვნული შემოსავლის გამოყენებითი ანალიზური კვლევის მეთოდი.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 28 დეკემბერი
- დაბადებული 1912
- გარდაცვლილი 10 ივნისი
- გარდაცვლილი 1981
- თბილისში გარდაცვლილები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენის კავალრები
- სამამულო ომის II ხარისხის ორდენის კავალრები
- მედლით მამაცობისათვის დაჯილდოებულები
- ქართველი ეკონომისტები
- საქართველოს სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- წითელი დროშის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- მელქაძეები