ვალერიან ითონიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვალერიან ჯამბულის ძე ითონიშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1925, სოფ. ყანობი, ახლანდელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — გ. 10 მაისი, 2021) — ქართველი ეთნოლოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1978).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1957–1963 წლებში მუ­შა­ობ­და სა­ქართველოს სა­ხელმწიფო მუზეუმში, ხოლო 1963 წლიდან — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯა­ვა­ხიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1972 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის დირექციასთან არ­სე­ბუ­ლი სამეცნიერო საბჭოსა და სადისერტაციო საბჭოს წევრი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ­ცენტრალური კავკასიის მთიელთა საოჯახო ყოფის თემაზე, რომელშიც შესწავლილია ვეინახების (ჩაჩნებისა და ინგუშების), ოსებისა და ქართველ მთიელთა ოჯახის სტრუქტურა, საოჯახო ურთიერთობის ფორმები და ტრადიციები. 1981–2006 წლებში იყო სო­ცი­ა­ლურ ურთიერთობათა შესწავლის საქართველოს ეთნოგრაფიის ­განყოფილების უფროსი.

ითონიშვილი ლექციებს კითხულობდა თსუ-ში, რეგულარულად ხელმძღვანელობდა ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს მთიულეთ-გუდამაყარში, ფშავ-ხევსურეთში, ერწო-თიანეთში, ქსნისა და ლიახვის ხეობებში, ჩაჩნეთ-ინგუშეთსა და ოსეთში. გამოქვეყნებუ­ლი აქვს მრა­ვა­ლი ნა­შრო­მი, მათ შორის წიგნების სა­ხით – ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, თედო სახო­კიას, გიორგი ბოჭორიძის, სიმონ ჯანაშიას და სხვათა ღვაწლის ამსახველი გამოცემები ქართულ ეთნოგრაფიაში.

2003 წელს მიენიჭა ალექსანდრე ყაზბეგის პრემია.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველ მთიელთა საოჯახო ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1960;
  • ცენ­ტრა­ლუ­რი კავკასიის მთიელების საოჯახო ყოფა, თბ., 1969;
  • ხევის ტოპონიმიკა, თბ., 1971;
  • კავკასიის ხალხთა საოჯახო ყოფა, თბ., 1977;
  • სიმონ ჯანაშიას ღვაწლი ქართულ ეთნოგრაფიაში, თბ., 1991.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]