ვალერიან გოგოლაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგოლაშვილი.
ვალერიან გოგოლაშვილი
დაბადების სახელი ვალერიან გოგოლაშვილი
დაბადების თარიღი 20 თებერვალი, 1935
სოფ. ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ჟურნალისტი

ვალერიან (ვლადიმერ) გიორგის ძე გოგოლაშვილი (დ. 20 თებერვალი 1935, სოფ. ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ჟურნალისტი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი (1980).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1959 წელს და მოსკოვის საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტი 1978 წელს. 1960 წლიდან მუშაობდა გაზეთ „სოფლის ცხოვრების“ რედაქციაში, მათ შორის მთავარ რედაქტორად 1987–1990 წლებში. XX საუკუნის 70–80-იან წლებში თავი გამოიჩინა საქართველოს სოფლის მეურნეობის პრობლემებისადმი მიძღვნილი სტატიებითა და ნარკვევებით. მისმა ანალიტიკურმა და კრიტიკულმა საგაზეთო პუბლიკაციებმა სათავე დაუდო იმდროინდელ სიახლეს — ჟურნალისტურ გამოძიებას. ნარკვევების ციკლისთვის „ნია გრუზინსკაიას ცხელი ზამთარი“ მას მიენიჭა საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა კავშირის პრემია (1975). 1990 წელს გოგოლაშვილი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად; 1993 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1991–1994 წლებში ოთხჯერ დაჯილდოვდა საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის პრემიით — „ექსტრემალურ სიტუაციებში მამაცობისა და პროფესიონალიზმის გამოჩენისათვის“. 1970–1994 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. არის ნარკვევების, რამდენიმე წიგნის, „პრესის თეორიისა და პრაქტიკის“ სახელმძღვანელოს თანაავტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]