ვალერიან გაბაშვილი
| ვალერიან გაბაშვილი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
9 აპრილი, 1911 ვოლოგდის ოლქი, რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი |
1985 თბილისი[1] |
| ეროვნება | ისტორიკოსი, მწერალი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ისტორიკოსი[2] და მწერალი[2] |
| აკადემიური ხარისხი | ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი |
ვალერიან გაბაშვილი, ფსევდონიმი ნიკოლოზ გაბაონი (დ. 9 აპრილი, 1911 — გ. 1985) — ქართველი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოში აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვალერიან გაბაშვილი იყო თსუ-ის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის გამგე (1950-1973), ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი (1957-1960), აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ფეოდალური ხანის აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი. იკვლევდა აღმოსავლური ფეოდალიზმის გენეზისს, ქართული და აღმოსავლეთის ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების ისტორიის პრობლემებს; აგრეთვე, ქართული სამართლის, დიპლომატიკის, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს. ავტორია რომანისა „აივნიანი ქალაქი“.
ვალერიან გაბაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.[3] არქივი ცენტრს შესწირა მისმა ქალიშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა მანანა გაბაშვილმა 2008 წლის 13 თებერვალს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაციტაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 603.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://georgianencyclopedia.ge/ka/form/30734
- 1 2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ ვალერიან გაბაშვილი. Iverieli. ციტირების თარიღი: 27 აგვისტო, 2019.
