ვალერიანე კოპალიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვალერიანე კოპალიანი
დაბ. თარიღი 5 თებერვალი, 1952
მარანი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა სსრკ საქართველო
ეთნიკურად ქართველი
განათლება დონის როსტოვის ავტოსაგზაო ინსტიტუტი(1984); სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნოვოჩერკაცკის სპეც სკოლა (1985);
საქმიანობა პოლიტიკოსი; საზოგადო მოღვაწე
დამსაქმებელი თამაზ მეჭიაური-თავისუფალი საქართველოსთვის
პარტია თამაზ მეჭიაური-თავისუფალი საქართველოსთვის
რელიგია მართლმადიდებლობა
ჯილდოები სსრკ შსს-ს წარჩნებული თანამშრომელი; სსრკ შსს მედალი-უმწიკვლო სამსახურისთვის; საქართველოს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი

ვალერიანე კოპალიანი (დ, 1952, მარანი ) — ქართველი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე. პოლიტიკური პარტია "თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის"-ს პარტიის წევრი. 2016 წლის საარჩევნო არჩევნებში კენჭს იყრიდა ისანი-სამგორის ოლქის მაჟორიტარად. საგვარეულო კავშირი "კოპალიანი"-ს ერთ ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალერიანე კოპალიანი დაიბადა 1952 წლის 5 თებერვალის სოფელ მარანში. 1959-1969 წწ-ში სწავლობდა წებელდის N1 საჯარო სკოლაში, მისი დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა დონის როსტოვის ავტოსაგზაო ნსტიტუტში ინჟინერ-მექანიკოსის ხარისხით, 1980-1985 წლებში სწავლობდა სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნოვოჩერკასკის სპეც სკოლაში.

1972-1974 წლებში იმსახურა ბალტიის ფლოტში-ლიეპაიეს გარნიზონში სამხედრო პროკურატურაში და ამ პერიოდში გახდა ექსპერტ-კრიმინალისტი. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ 1974-1985 წლებში იყო უფროსი ინსპექტორი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ავტოინსპექციაში, სპეციალურ დივიზიონში, სადაც ევალებოდა საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრთა დაცვა გაცილება. 1985-1989 წწ-ში აფხაზეთის ა/რ შსს-ს სახელმწიფო ავტოინსპექციის გულრიფშის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე; 1989-1993 წწ-ში აფხაზეთის ა/რ შსსს სავიზო-სარეგისტრაციო განყოფილების უფროსის მოადგილე. 1993-2000 წწ. აფხაზეთის ა/რ შსს-ს ადმინისტრაციული პრაქტიკის განყოფილების უფროსის მოადგილე. 2000-2004 წლებში აფხაზეთის ა/რ შსს შტაბის საორგანიზაციო-საინსპექტორო სამსახურის უფროსი.

2016 წლიდან არის პარტია "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართვლეოსთვის"-ს წევრი.

მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის ომში. არის საქართველოს ომისა და შეიარაღებული ჯარების ვეტერანი.

საგვარეულო კავშირი "კოპალიანი"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის მარტში დაფუძნდა საგვარეულო კავშირი "კოპალიანი", რომლის შექმნაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ვალერიანე კოპალიანმა. კავშირის ინიცატივით იქმნება ხელნაწერთა ბაზა გვარის ისტორიის შესახებ, იგგეგმება საგვარეულო ეკლესია-მონასტრების აღდგენა-რესტავრაცია და ტაძრებთთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. 2011 წლის 13 ნოემბერს კავშირმა მიიღო რეგისტრაციის ბოლო ნიუანსი. მიღებულ იქნა საგვარეულოს ოფიციალური ჰერალდიკა, რომელიც ისტორიული არქივიდან ამოღებულ მსალაზე დაყრდნობით შეიქმნა, ასევე საბოლოო სახე მიიღო საგვარეულო წესდებამ და მისი პროექტების განხორციელება გახდა კანონიერად ლეგიტიმური. ვალერიანე კოპალიანი დღემდე იღწვის კავშირის მიზნების განსახორციელებლად საკუთარი პოლიტიკური კარიერის პარალელურად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]