ვალენტინ შერპილოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვალენტინ შერპილოვი (დ. 25 აგვისტო, 1911, თბილისი — გ. 22 ივლისი, 1974, იქვე) — ქართველი მხატვარი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1961), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1962),

დაიბადა თბილისში. 1932-1939 წლებში სწავლობდა თბილისის ნატიფი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში ჯერ სკულპტურის, შემდეგ კი ფერწერის ფაკულტეტზე, დავით კაკაბაძის ხელმძღვანელობით. სწავლის დასრულების შემდეგ აკადემიაში მუშაობდა მოსე თოიძის ასისტენტად, მოგვიანებით კი თავად ასწავლიდა. 1960-იანი წლებიდან ინკრუსტირების ტექნიკით მუშაობდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]