ვალენტინ სილვესტროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალენტინ სილვესტროვი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 30 სექტემბერი, 1937(1937-09-30)[1] [2] [3] (86 წლის)
დაბ. ადგილი კიევი[4]
ვალენტინ სილვესტროვი ვიკისაწყობში

ვალენტინ ვასილიევიჩ სილვესტროვი (უკრ.: Валентин Васильович Сильвестров; დ. 30 სექტემბერი, 1937) — საბჭოთა და უკრაინელი კომპოზიტორი და თანამედროვე კლასიკური მუსიკის პიანისტი. უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1989).

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალენტინ სილვესტროვი 1937 წლის 30 სექტემბერს კიევში (უკრაინა) ინჟინრისა და გერმანული ენის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა.[5][6] მშობლები მისთვის მრავალმხრივი განათლების მიცემას ცდილობდნენ, თუმცა აქცენტს მუსიკაზე აკეთებდნენ.

კერძო მუსიკალურ გაკვეთილებზე დასწრება 15 წლიდან დაიწყო. სილვესტროვი კიევიც საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში სწავლობდა, თუმცა სწავლას თავი მიანება და 1958 წელს კიევის კონსერვატორიაში ჩაირიცხა, ბორის ლიატოშინკის კლასში. კონსერვატორია 1964 წელს დაასრულა. 1960-იან წლებში შეუერთდა არაფორმალურ ჯგუფს „კიევური ავანგარდი“, რომლის საქმიანობაც ოფიციალურ კულტურულ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა.[7] 1961 წელს თრომეტტონიანი ტექნიკით პირველი ნაწარმოები „ხუთი პიესა ფორტეპიანოსთვის“ და „მცირე კვარტეტი“ შეთხზა. 1970 წელს შემოქმედების შესახებ შეხედულებების გამო უკრაინის კომპოზიტორთა კავშირიდან გარიცხეს.

ძირითადი ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილვესტროვის მთავარი ნაშრომები მოიცავს 9 სიმფონიას, პოემებს პიანინოსა და ორკესტრისთვის, შერეულ კომპოზიციებს კამერიული ორკესტრისთვის, სამ სიმებიან კვარტეტს, პიანინოს კვინტეტს, სამ სონატას პიანინოსთვის, კამერულ მუსიკას და ვოკალურ მუსიკას (კანტატებს, სიმღერებს და სხვ.). ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია:

  • სონატა ფორტეპიანოსთვის (1960, ახალი რედაქცია 1965)
  • პატარა კვარტეტი სიმებიანი კვარტეტისთვის (1961)
  • სონატინა № 1 ფორტეპიანოსთვის (1960, ახალი რედაქცია 1972)
  • ხუთი პიესა ფორტეპიანოსთვის (1961)
  • ტრუადა ცამეტი პიესა ფორტეპიანოსთვის (1961)
  • სიმფონია № 1 (1963, ახალი რედაქცია 1974)
  • სპექტრი სიმფონია კამერული ორკესტრისთვის (1965)
  • მონოდია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის (1965)
  • სიმფონია № 2 ფლეიტის, ლიტავრის, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის (1965)
  • სიმფონია № 3 ექსატოფონია (1966)[8]
  • ელეგია ფორტეპიანოსთვის (1967)
  • პოემა ბორის ლიატოშინსკის სახსოვრად ორკესტრისთვის (1968)
  • დრამა ვიოლინოს, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის (1970-1971)
  • მედიტაცია ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის (1972)
  • საბავშვო მუსიკა, პიესების ციკლი ფორტეპიანოსთვის (1973)
  • 13 საესტრადო სიმღერა (1973-1975)
  • სიმებიანი კვარტეტი № 1 (1974)
  • უბრალო სიმღერები, ვოკალური ციკლი ხმისა და ფორტეპიანოსთვის (1974-1981)
  • ჩუმი სიმღერები, ვოკალური ციკლი ბარიტონისა და ფორტეპიანოსთვის (1974-1984)
  • სონატა № 2 ფორტეპიანოსთვის (1975)
  • სიმფონია № 4 სიმებიანი და ჩასაბერი საკრავებისთვის (1976)
  • კიჩ-მუსიკა, ხუთი პიესა ფორტეპიანოსთვის (1977)
  • ტყის მუსიკა სოპრანოს, ვალტორნისა და ფორტეპიანოსთვის (1977-1978, მხატვარ ვალერია ლამახას სახსოვრად)
  • სერანადა სიმებიანი ორკესტრისთვის (1978)
  • სონატა № 3 ფორტეპიანოსთვის (1979)
  • სიმფონი № 5 (1980-1982)
  • შემოდგომის სერენადა კამერული ორკესტრისთვის (1980
  • პოსტლიუდია ვიოლინოს სოლოსთვის (1981)
  • პოსტლიუდია DSCH სოპრანოსა და ფორტეპიანოს ტრიოსთვის (1981)
  • პოსტლიუდია ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის (1982)
  • 4 სიმღერა ოსიპ მანდელშტამის ლექსებზე ხმისა და ფორტეპიანოსთვის (1982)
  • ოდა ბეღურას კანტატა სოპრანოსა და კამერული ორკესტრისთვის (1982)
  • ინტერმეციო კანტატა სოპრანოსა და კამერული ორკესტრისთვის (1983)
  • სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის (1983)
  • პოსტლიუდია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის (1984)
  • Exegi monumentu, სიმფონია ბარიტონისა და ორკესტრისთვის (1985-1987)
  • სიმებიანი კვარტეტი № 2 (1998)
  • პოსტსკრიპტუმი, სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის (1990)
  • მიძღვნა, სიმფონია ვიოლინოსა და ორკესტრისთვის (1990-1991)
  • მეტამუსიკა, სიმფონიური პოემა ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის (1992)
  • სიმფონია № 6 (1994-1995)
  • ეპიტაფია ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის (1999)
  • რექვიემი ლარისასთვის სოლისტების, შერეული ქოროსა და ორკესტრისთვის (1999)
  • ჰიმნი 2001 სიმებიანი ორკესტრისთვის (2001)
  • 2 დიალოგი ეპილოგთან ფორტეპიანოსთვის (2001-2002)
  • ჩუმი მუსიკა სიმებიანი ორკესტრისთვის (2002)
  • სიმფონია № 7 (2002-2003)
  • სიმებიანი კვარტეტი № 3 (2011)
  • დიპტიქი ქოროსთვის ა კაპელა, სერგეი ნიროიანის სახსოვრად (2014)[9]
  • სიმფონია № 8 (2012-2013)
  • სიმფონია № 9 (2019)

ჯილდოები და პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118917501 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Česko-Slovenská filmová databáze — 2001.
  3. https://www.schott-music.com/en/person/index/index/urlkey/valentin-silvestrov
  4. Ukraine’s Most Famous Living Composer Is Now a Refugee / J. KahnManhattan, NYC: New York Times Company, A. G. Sulzberger, 1851. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
  5. Schott Music.
  6. Valentin Sylvesrov.
  7. Аудіовізуальний проект «Київський авангард 1960-х. Школа Бориса Лятошинського» | Комітет з Національної премії України імені Тараса Шевченка. knpu.gov.ua. ციტირების თარიღი: 2020-05-05.
  8. Первое исполнение в России 29 октября 2012 года — Государственный оркестр России им. Е. Светланова, дирижёр Владимир Юровский
  9. Пам’яті Сергія Нігояна: новий твір Валентина Сильвестрова | Дух і Літера. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-01. ციტირების თარიღი: 2014-02-03.
  10. Указ Президент України від 04.10.1997 № 1119/97 «Про нагородження відзнакою Президента України - орденом "За заслуги"»
  11. Указ Президента України № 915/2007 від 25 вересня 2007 року «Про нагородження В. Сільвестрова орденом князя Ярослава Мудрого»
  12. Указ Президент України від 18 травня 2013 року № 284/2013 «Про відзначення державними нагородами України з нагоди Всеукраїнського дня працівників культури та майстрів народного мистецтва»
  13. Указ Президента України № 355/2017 від 8 листопада 2017 року «Про відзначення державними нагородами України з нагоди Всеукраїнського дня працівників культури та майстрів народного мистецтва»