ვალენტინ ბიბიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალენტინ ბიბიკი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 ივლისი, 1940(1940-07-19)
დაბ. ადგილი ხარკივი
გარდ. თარიღი 7 ივლისი, 2003(2003-07-07) (62 წლის)
გარდ. ადგილი თელ-ავივი
ვალენტინ ბიბიკი ვიკისაწყობში

ვალენტინ სავიჩ ბიბიკი (უკრ: Бібік Валентин Савич; დ. 19 ივლისი, 1940, ხარკივი ― გ. 7 ივლისი, 2003, თელ-ავივი) ― უკრაინელი და საბჭოთა კომპოზიტორი და პედაგოგი, პროფესორი, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალენტინ ბიბიკი 1940 წლის 19 ივლისს ხარკივში დაიბადა. 1966 წელს ხარკივის ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტი დაამთავრა (დმიტრი კლებანოვის კლასი). 1966 წლიდან იმავე ინსტიტუტში ასისტენტი, 1971 წლიდან ― უფროსი ხელმძღვანელი, ხოლო 1990-1994 წლებში პროფესორი და კომპოზიციისა და ინსტრუმენტების კათედრის ხელმძღვანელი იყო.

1968 წლიდან საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი გახდა. 1989 წლიდან უკრაინის კომპოზიტორთა კავშირის ხარკივის ოლქის საბჭოს თავმჯდომარე იყო.

1994 წელს სანქტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც სანქტ-პეტერბუგის პროფკავშირების ჰუმანიტარულ უნივერსიტეტსა და სანქტ-პეტერბურგის ხელოვნების აკადემიაში პროფესორად და მუსიკალური ხელოვნების კათედრის ხელმძღვანელად მუშაობდა. 1998 წელს ისრაელში გადავიდა, სადაც თელ-ავივის უნივერსიტეტში მუსიკის აკადემიაში კომპოზიციის ხელმძღვანელად დაიწყო მუშაობა.

ვალენტინ ბიბიკის მუსიკალური ნამუშევრები არაერთ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე წარადგინეს, მათ შორის: უკრაინაში, რუსეთში, ევროპის ქვეყნებში, კანადაში, აშშ-სა და ისრაელში.

ვალენტინ ბიბიკი 2003 წლის 7 ივლისს თელ-ავივში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Харьковский институт искусств имени И. П. Котляревского: 1917—1992. — Харьков, 1992. — С. 92-93.
  • Харківські асамблеі. Міжнародний музичний фестиваль 1992 р. «Барокко та ХХ століття». Збірка матеріалів. / Упорядник Г.І.Ганзбург. — Харків, 1992. — С. 17. (укр., engl.)
  • Мизитова А. А., Иванова И. Л. Фрагменты творчества Валентина Бибика: Монографические очерки. — Харьков, 2006. — 126 с. ISBN 966-8779-05-3
  • Зінькевич О. Бібік (Бібик) Валентин Савич // Українська музична енциклопедія. — Т. 1. — Київ: ІМФЕ ім. М. Т. Рильського НАН України, 2006. — С. 195—196. ISBN 966-02-4100
  • Рощенко-Аверьянова О. Г. Кафедра композиції та інструментування крізь призму історії харківської композиторської школи // Харківський державний університет мистецтв iменi І.П.Котляревського. Pro Domo Mea: Нариси / Ред. Т. Б.Вєркіна, Г. А. Абаджян, Г. Я. Ботунова. — Харків, 2007. — С. 148—170. (укр.) ISBN 966-8482-57-1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]