ვალენტინა რაძიმოვსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალენტინა რაძიმოვსკაია
დაბ. თარიღი 1 ოქტომბერი, 1886
დაბ. ადგილი ლუბნი, პოლტავის რაიონი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 22 დეკემბერი 1953
გარდ. ადგილი შამპეინი, ილინოისი, აშშ
დასაფლავებულია შამპეინი, ილინოისი, აშშ
საქმიანობა მეცნიერი-ბიოქიმიკოსი
მუშაობის ადგილი კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კიევის ქალთა უმაღლესი კურსები
სამეცნიერო წოდება პროფესორი
მამა ვასილი იანოვსკი
დედა ლიუბოვ იანოვსკა

ვალენტინა რაძიმოვსკაია (დ. 1 ოქტომბერი, 1886 — გ. 22 დეკემბერი, 1953 ) — ბიოლოგი, უკრაინაში ფიზიოლოგიის და ბიოქიმიის სკოლის დამფუძნებელი, საზოგადო მოღვაწე. მისი ვაჟი გახლდათ მეცნიერი საინჟინრო მექანიკის დარგში ევგენი რაძიმოვსკი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალენტინა რაძიმოვსკაია დაიბადა პოლტავას რაიონის ქალაქ ლუბნიში, ვასილი და ლიუბოვ იანოვსკების ოჯახში. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, 1902 წელს კი წარჩინებით დაამთავრა ლუბნის გიმნაზია. ლუბნის გიმნაზიაში ირიცხებოდა უკრაინის რევოლუციური პარტიის წრის შემადგენლობაში,  კიევშიუკრაინის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დაჯგუფებაში.

1909 წლიდან იყო ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის საზოგადოება "პროსვიტას" წევრი. 1913 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, მოგვიანებით კიევის სამედიცინო ინსტიტუტში იყო ასისტენტი და დოქტორი, ხოლო შემდეგ — პროფესორი (1924 წლიდან), კიევის სახალხო განათლების ინსტიტუტის ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის  (1924-1929 წწ.) და მელიტოპოლის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტების (1939-1941 წწ.) პროფესორი, ამავდროულად იგი გახლდათ კიევის ინსტიტუტებში  (უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, ტუბერკულოზის ინსტიტუტი და სხვა) ფიზიოლოგიის და ბიოქიმიის რიგი კვლევითი განყოფილებების თანამშრომელი და ხელმძღვანელი.

1918 წლის 27 მარტს იგი აირჩიეს კიევის საქალაქო უკრაინის საბჭოს ხელმძღვანელად.

სახლი კიევში ოლესია გონჩარის ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდა ვალენტინა რაძიმოვსკაია

1921 წელს გახლდათ კიევის პედოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი კათედრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. თავდაპირველად იგი ხელმძღვანელობდა ბავშვთა ფიზიოლოგიისა და ჰიგიენის განყოფილებას, იყო განყოფილების მდივანი. 1925 წლიდან ქვეგანყოფილება გადაკეთდა ბავშვთა ფიზიოლოგიის განყოფილებად და რეფლექსოლოგიის ქვეგანყოფილებად.

ვალენტინა რაძიმოვსკაია კიევში  ცხოვრობდა ოლესია გონჩარის ქუჩაზე № 30- სახლში.

1929-1930 წლებში დააპატიმრეს „უკრაინის განთავისუფლების კავშირის“ საქმეზე, რის შემდეგაც იგი რეპრესირებულ იქნა. 1941-1943 წლებში იყო კიევის უკრაინის ტუბერკულოზის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტისა და ლვოვის სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი. 1945 წელს იგი გაემგზავრა გერმანიაში, სადაც აირჩიეს მიუნხენის საერთაშორისო უნივერსიტეტის (ბავარია) პროფესორად და ფიზიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელად, მოგვიანებით  —-უკრაინის ტექნიკური ეკონომიკური ინსტიტუტის ვეტერინარულ ფაკულტეტზე.

1950 წლიდან  ამერიკის შეერთებულ შტატებ-ში გაემგზავრა. გახლდათ  შევჩენკოს სახელობის სამეცნიერო საზოგადოების და UVAN-ის სრულუფლებიანი წევრი. ავტორია 70-მდე ნაშრომისა ფიზიოლოგიაში, ბიოქიმიაში, პათოფიზიოლოგიაში, ფსიქონევროლოგიაში, ფთიზიატრიასა  და პედიატრიაში.

იგი გარდაიცვალა 1953 წლის 22 დეკემბერს შამპინში (ილინოისი, ამერიკის შეერთებული შტატები), დაკრძალულია ადგილობრივ სასაფლაოზე.

სამეცნიერო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალენტინა  რაძიმოვსკაიამ და მისმა  კოლეგებმა აჩვენეს, რომ ძვლის ტუბერკულოზით დაავადებულთა სისხლში ფოსფორის რაოდენობა მცირდება. მათ ასევე დაადგინეს, რომ ასეთ პაციენტებში ჰელიოთერაპიის განმეორებითი სესიები გავლენას ახდენს სხეულის ტემპერატურაზე.

ლიტერატურა და წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]