შინაარსზე გადასვლა

ვალენტინა ზახაროვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვალენტინა ზახაროვა (რუს. Валентина Николаевна Захарова; დ. 15 აპრილი 1908, დონის როსტოვი, – გ. 28 ნოემბერი, 1978, თბილისი) — რუსი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1950), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1970).

თეატრალური განათლება მიიღო დონის როსტოვში 1925 წელს. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1924 წლიდან. 1924–1936 წლებში მუშაობდა როსტოვის, დონბასის, ტაგანროგის, სტავროპოლის, ვლადიკავკაზის თეატრებში. 1936 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ვალენტინა ზახაროვა თბილისის გრიბოედოვის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, უშუალობით. ასახიერებდა სრულიად სხვადასხვა ხასიათის როლებს: მაშენკა (ა. ოსტროვსკის „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება"); ანია (ს. ნაიდენოვის „ვანიუშინის ოჯახი"), მაშენკა (ა. აფინოგენოვის „მაშენკა"), შურა (კ. სიმონოვის „რუსი ადამიანები"), ბებია (ა. კასონას „ხეები ზეზეურად კვდებიან"), ანა (ო. ჩიჯავაძის „თხუნელა") და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]