შინაარსზე გადასვლა

ვალდემარ იუნგნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვალდემარ იუნგნერი
დაბადების თარიღი 18 ივნისი, 1869(1869-06-18)[1] ან 19 ივნისი, 1869(1869-06-19)[2]
Vilske-Kleva[1]
გარდაცვალების თარიღი 30 აგვისტო, 1924(1924-08-30)[1] (55 წლის)
Norrköpings Borg[1]
მოქალაქეობა  შვედეთი
ალმა-მატერი შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
საქმიანობა გამომგონებელი[1] , ინჟინერი, ბიზნესმენი და ინჟინერ-ქიმიკოსები

ერნსტ ვალდემარ იუნგნერი (შვედ. Ernst Waldemar Jungner; დ. 19 ივნისი, 1869, ვისლკე-კლევა — გ. 30 აგვისტო, 1924, ნორკომინგს ბორგი) — შვედი გამომგონებელი და ინჟინერი. 1898 წელს მან გამოიგონა რკინა-ნიკელის აკუმულატორი (NiFe), ნიკელ-კადმიუმის აკუმულატორი (NiCd) და დატენვადი ტუტე ვერცხლ-კადმიუმის აკუმულატორი (AgCd). როგორც გამომგონებელმა, მან ასევე შექმნა ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია ლითონების სხვადასხვა განზავებაზე დაყრდნობით. ის ასევე მუშაობდა ნატრიუმის კარბონატის ელექტროლიტის წარმოებაზე და დააპატენტა კლდის საბურღი მოწყობილობა.[3]

ერნსტ ვალდემარ იუნგნერი დაიბადა 1869 წლის 19 ივნისს, შვედეთში, ვესტრა-გოტალანდის ოლქში მღვდლის ოჯახში.[3] მამამისი გარდაიცვალა, როდესაც ვალდემარი 13 წლის იყო. 1869 წელს, მისი დაბადების წელს, მოსავლის უკმარისობამ მთელ შვედეთში შიმშილობა გამოიწვია, რამაც იუნგნერის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა. მას ასევე წითელა და ქუნთრუშა შეეყარა.[4]

იუნგნერი სწავლობდა სკარას უმაღლეს საშუალო სკოლაში. შემდეგ უფსალას უნივერსიტეტში ეუფლებოდა ქიმიას, მათემატიკას, ასტრონომიას, ბოტანიკას, გეოლოგიას და ლათინურ ენას. მან განაგრძო სწავლა სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.[3]

1900 წელს მან დააარსა ფირმა „Accumulator Aktiebolaget Jungner“. ტომას ედისონთან ხანგრძლივი საპატენტო დავა მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ ედისონმა მოიგო, რადგან მას უფრო დიდი ფინანსური რესურსები ჰქონდა. ამან იუნგნერის ფირმას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. კომპანიამ გადარჩენა 1904 წელს ოდნავ განსხვავებული სახელის — „Nya Ackumulator Aktiebolaget Jungner“ — გამოყენებით მოახერხა. ამ დროს იუნგნერმა კომპანიის მენეჯმენტი დატოვა, მაგრამ ახალი ფირმის კონსულტანტად დარჩა. ეს კომპანია 1910 წელს ლიკვიდირებული იქნა და შეიქმნა ახალი კომპანია „Accumulator Aktiebolaget Jungner“, რომელიც წარმატებით იყენებდა ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებს.[5] მისი შვილობილი კომპანია „NiFe Junger“ 1991 წელს Saft Groupe S.A.-ს ნაწილი გახდა.

იუნგნერმა სათბობის ელემენტის დიზაინი 1907 წელს დააპატენტა.[5] მან ჩაატარა კვლევები ცემენტის წარმოებასა და მადნებიდან რადიუმის მოპოვებაზე.

იუნგნერი 1922 წელს შეუერთდა შვედეთის საინჟინრო მეცნიერებათა სამეფო აკადემიას და 1924 წელს მიიღო შვედეთის ქიმიური საზოგადოების ოსკარ კარლსონის მედალი.[3] იუნგნერი გარდაიცვალა 1924 წლის 30 აგვისტოს პნევმონიით.

აკუმულატორების გამოყენება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკელ-კადმიუმის აკუმულატორები ფართოდ გამოიყენებოდა რაკეტებისა და ხელოვნური თანამგზავრების ენერგოსისტემებში 1960-იან და 1970-იან წლებში, ასევე ხმელეთის პორტატულ ელექტრო მოწყობილობებში.

1928 წელს ჩრდილოეთ პოლუსის ექსპედიციაში უმბერტო ნობილესა და მისი თანმხლები პირების სამაშველო მისიის დროს, თვითმფრინავიდან რამდენიმე აკუმულატორი ჩამოაგდეს ექსპედიციის რადიოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით. მხოლოდ Jungner NiFe აკუმულატორი მუშაობდა.[3][6]

  1. 1 2 3 4 5 E Waldemar Jungner — 1917.
  2. ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #1241275955 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  3. 1 2 3 4 5 Bard, Allen J (2012). Electrochemical Dictionary. Springer, გვ. 523–524. ISBN 9783642295508.  google books link
  4. ↑ Waldemar Jungner. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 November 2016. ციტირების თარიღი: November 23, 2012.
  5. 1 2 Kevin Desmond, Innovators in Battery Technology: Profiles of 95 Influential Electrochemists McFarland, 2016, ISBN 1476622787, pages 114-118
  6. ↑ Hanson, S (1931). „Waldemar Jungner and Jungnerackumulatorn“. Daedalus: Tekniska museets årsbok (Swedish). Stockholm: Tekniska Museet: 77–99. ISSN 0070-2528.