ვალდებულებითი სამართალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვალდებულებითი სამართალი წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმების ერთობლიობას, რომელიც არეგულირებს ქონების გადაცემასთან, სამუშაოს შესრულებასთან, მომსახურების გაწევასთან, ზიანის მიყენებასთან, უსაფუძვლო გამდოდრებასთან და სხვ. დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს[1]. ვალდებულება ისეთი სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობაა, რომლის ძალითაც მოვალე ვალდებულია შეასრულოს კრედიტორის სასარგებლოდ განსაზღვრული მოქმედება ან თავი შეიკავოს განსაზღვრული მოქმედებისგან, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მოვალისგან ვალდებულების შესრულება[1]. მისი დარღვევისთვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს მოვალეობის შესრულება ან ზიანის ანაზღაურება[2].

ვალდებულებითი სამართალი ზოგადი და კერძო ნაწილებისგან შედგება. ზოგადი ნაწილი მოიცავს ნორმებს, რომლებიც თანაბრად გამოიყენება ყველა ვალდებულების მიმართ. ეს ნორმები შეიცავენ ზოგად დებულებებს ვალდებულებათა და ხელშეკრულებათა, ვალდებულების წარმოშობისა და შეწყვეტის შესახებ. კერძო ნაწილი კი მოიცავს ისეთ ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ ცალკეულ ვალდებულებებს, მაგალითად, ნასყიდობას, ქირავნობას, ნარდობას და სხვ[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ახლვედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, თბ., 2001
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ზ. ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999, გვ. 5
  2. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, თბ., 2001, გვ. 24